სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობმა ბუბა მირცხულავამ პანდემიის პერიოდი შესანიშნავად გამოიყენა. ზაფხულში საკუთარი იუთუბარხი შექმნა, ახლახან კი საყვარელ გოგოზე სოფო ანდღულაძეზე იქორწინა.
– სოფო არის ის, ვისთან ერთადაც მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო.
– სოფომ ალბათ ტელეეკრანიდან გაგიცნოთ, თავიდან მისთვისაც ბაქარი ხომ არ იყავით?
– არა, როგორც ვიცი, ჩემამდე “ჩემი ცოლის დაქალების” მხოლოდ რამდენიმე სერია ჰქონდა ნანახი. სერიალის აქტიურად ყურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ცხოვრებაში გამოვჩნდი. სოფოს არასდროს შეშლია და ბაქარით არ მოუმართავს.
მისთვის 100 პროცენტით ბუბა ვარ და ეს ძალიან მახარებს.
– სოფოც სტუდენტია?
– კი, წელს მაგისტრატურაზე ჩააბარა პიარის განხრით, მაგრამ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვსწავლობთ.
– ახალდაქორწინებულებმა ცალკე გადაწყვიტეთ ცხოვრება?
– ამ ეტაპზე მშობლებთან ერთად ვართ. ხელი უკვე მოვაწერეთ, მაგრამ როცა ჯვარს დავიწერთ და რაღაც საკითხებს დავალაგებთ, საცხოვრებლად ცალკე გადავალთ.
ჟურნალი “სარკე”






