„…მეც ისეთივე ცოდვილი ვარ, შეიძლება ვიღაცაზე მეტადაც, მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო მართლმადიდებლურად – აღსარება ვთქვა, ვეზიარო, ვიგალობო, ტაძარში ვიარო“ – ნოდარ ტურძელაძე.
ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე, „პრაიმტაიმთან“ მის მეორე პროფესიაზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს, ეკლესიაში იყოს და ბიჭებთან ერთად იგალობოს:
დავიბადე და გავიზარდე თბილისში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. 33 წლის ვარ – 1986 წლის პირველ დეკემბერს მოვევლინე ქვეყანას. მყავს მეუღლე – თამარ აბზიანიძე, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და ორი ქალიშვილი – 5 წლის ანასტაია და 4 თვის მარიამი.
დავამთავრე 126 -ე საჯარო სკოლა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის სპეციალობის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მქონდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა – სახელმწიფო მართვის სპეციალობით „ჯიპა“-ში.
ჩემი განხრაა – სახელმწიფო მართვის მოხელე. 9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი, ძირითადად ენერგოსტრუქტურაში, მაგრამ 2014 წლიდან, გადავწყვიტე, თვითმმართველობაში წავსულიყავი და ჩემი სპეციალობით დამეწყო მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი, ხოლო 2015 -20 წლებში – ვაკის რაიონის გამგებელი.
– თქვენი მეორე პროფესია…
მაქვს მეორე პროფესია – ვმღერი. ეს ყველაფერი, 2003 წელს დაიწყო, ვიტყოდი, რომ დედაც და ბაბუაც მღეროდა და ეს იყო, ჩემი მუსიკალური კარიერის საფუძველი. 2003 წელს მეგობრებთან ერთად, ქართული ხმების ცნობილ სოლისტთან, გურამ თამაზაშვილთან მივედი. მაშინ 17 წლის ვიყავი – „ზარები“ ერქვა ანსამბლს. ჩემმა სამეგობრომ დათუნა სირბილაძე, ნოდიკო ხუციშვილი, ნოდარ ხუხუნეიშვილი, გურამთან დავიწყეთ სიმღერა.
დაახლოებით 2005 წელს დავიწყეთ გალობა, წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში (შანხაის უბანი), ჩვენ ანსამბლს „დიდგორი“ დაერქვა. ამ ხნის განმავლობაში, უამრავი კონცერტი და გასტროლი გვქონდა, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ხშირად ვიღებდით მონაწილეობას, სხვადასხვა მნიშვნელობის ღონისძიებებში. გაგრძელება












