ცნობილ ქართველი მოდელი და თბილისის მოდის კვირეულის დამაარსებელი თაკო ჩხეიძე, ერთი წლის წინ ბიზნესში ჩაერთო.
ის ახალი ბრენდის “Tbilisi Blooms”-ს დიზაინერია. როგორ ჩაერთო ბიზნესში, ამის შესახებ თაკომ ეკო ფანგანის რუბრიკაში ისაუბრა.
“დიზაინერი ხმამაღალი ნათქვამია. ცხოვრებაში არაფერი დამიგეგმავს, ასე მოხდა ესეც. მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს. მანამდე გვქონდა მამაკაცის მომსახურება, აქ უღებდნენ ზომებს და უცხოეთში იკერებოდა სამოსი.
ყოველთვის დიდი ინტერესი მოდიოდა ქალებისგან, იგივე ტიპის მომსახურებაზე, ამიტომ მშობლებმა გამიკეთეს მაღალტექნოლოგიური ატელიე და მითხრეს თაკო, მოდი აბა შენ მიხედე ამ საქმესო. თავიდან გამიჭირდა, მზად არ ვიყავი, მაგრამ ერთი წელი გავიდა უკვე და მივყვები საქმეს. პროცესი მომეწონა, დამაინტერესა.
ეს არის ძალიან კარგი ქსოვილებისგან შექმნილი დახვეწილი სამოსი, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს” – განაცხადა თაკომ გადაცემაში სტუმრობისას.













