კვირა, აპრილი 26, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“არაფერსაც არ ვნანობ” – იუბილარი ქეთი დოლიძე ალენ დელონზე და არა მხოლოდ

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 4, 2020
- სიახლეები
0
“არაფერსაც არ ვნანობ” – იუბილარი ქეთი დოლიძე ალენ დელონზე და არა მხოლოდ
352
გაზიარება
2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

რეჟისორი ქეთი დოლიძე იუბილარია. ამბობს, რომ თავს ძალზედ ენერგიულად გრძნობს. რომ 75 წლის ასაკში, შინაგანი განწყობით, ისევ 35 წლის არის.

ქეთი დოლიძე: – ამ ასაკში თავს ვგრძნობ, როგორც 35 წლის.  ცხოვრებისეული გამოცდილება მომემატა, თორემ შეგრძნებები, სიყვარულის უნარი – იგივე შემრჩა. ხომ არიან, ცხოვრებისგან რომ იღლებიან, მე – არა. რაღაც არანორმალური ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

სიამოვნებით, სასწრაფოდ დავდგამდი ახალ სპექტაკლს. რაც მთავარია, გადავიღებდი ახალ ფილმს.

– და რა თემატიკის იქნებოდა ამ ასაკის და ასეთი ენერგიის მოზღვავების სარჩულის მქონე თქვენი ფილმიც და სპექტაკლიც?

– ფილმის სცენარი, პრაქტიულად, მზად არის. ეს არის სცენარი 1993 წლის თეთრი მანდილის მატარებელზე, როდესაც 2 ათასი ქალი წავედით ფრონტის ხაზისკენ. ამ თემას დიდი ხანია ვეპარებოდი. თუმცა მზად არ ვიყავი. მინდოდა დისტანცია ყოფილიყო ამ მოვლენასა და ჩემს შორის, მაგრამ უკვე ეტყობა, მოვიდა ის დრო, რომ ამისთვის მზად ვარ.

სპექტაკლზე წინასწარ თქმა არ მინდა. ცრუმორწმუნე ვარ და ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

მე არ მჯერა პანდემიის დროს რაიმეს შექმნის. პანდემიის დროს ადამიანს არ აქვს ის განწყობა, რომ შემოქმედებითად დაიტვირთოს. შინაგანად რთულია ამის ატანა. დათრგუნულია საზოგადოება. ნურავინ იტყვის, რომ პანდემიის ჩაკეტილობის დროს რამის გაკეთება შეუძლია და რა კარგია, რომ ამის შესაძლებლობა მიეცა. ეს ტყუილია.

დე ნირო და დელონი

ქეთი დოლიძე, კარიერის მანძილზე, უამრავ დიდ ცნობილ სახეს შეხვედრია. მათ შორის, ორ მეგა ვარსკვლავს და ორივეს თბილისში; 80-იანი წლების ბოლოს 44 წლის რობერტ დე ნიროს და ხუთი წლის წინ 80 წლის ალენ დელონს.

აი, როგორ იხსენებს მსოფლიოს ვარსკვლავებს იუბილარი.

ქეთი დოლიძე: – პაატა ბურჭულაძემ გამიკეთა საჩუქარი და მე და ალენ დელონი ერთ მაგიდასთან ვისხედით. არაჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. თბილი, უშუალო და ყოველგვარ “ვარსკვლავობანას თამაშს” მოკლებული.

პირველ რიგში, ასპროცენტიანი მამაკაცია. ბრწყინვალე მსახიობი იყო ყველა ეტაპზე, თუმცა არასდროს აკლდა მამაკაცური თვისებები. მეტიჩარა არ ყოფილა. არც ვარსკვლავური სენით ყოფილა დაავადებული. ეს მსახიობებს ნამდვილად ახასიათებთ. ალენს არ ჰქონია.

ამბობდნენ, ალენს მაფიასთანაც ჰქონდა კავშირიო. კაცი იყო და კაცად დარჩა. საოცრად მომხიბლელი ადამიანია.

რაც შეეხება დე ნიროს, ის ჩვენთან, კინომსახიობთა თეატრში მოიყვანეს და მე ვუთარგმნიდი სპექტაკლს “წუთისოფელი ასეა.” ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ დიდი და ტრაგიკული შეცდომა იყო ის, რომ დე ნიროს მიშა თუმანიშვილის შედევრი – “დონ ჟუანი” არ აჩვენეს. რატომ აჩვენეს ფოლკლორი, რომელსაც ვერც ვუთარგმნიდი და ვერც გაიგებდა, არ ვიცი. აღიქვა, როგორც ეტიუდების ნაკრები. ეს თქვენი სავარჯიშოებიაო, იკითხა.

მაშინ ბატონ მიშას შევედავე, როგორ შეიძლებოდა თქვენი შედევრის ნაცლად ამ სპექტაკლის ჩვენება-მეთქი?! სულ სხვა შთაბეჭდილებით წავიდოდა.

დე ნიროსთან შეცდომა კიდევ დაუშვეს. ფილმ “ცოფიანი ხარის” შემდეგ როლისთვის აკრეფილი ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურდა. ამას ცდილობდა ორი წელი. ჩვენთან კიდე ერთი სუფრიდან მეორეზე გადაჰყავდათ.

უცებ მეკითხება, ერთი პატარა შეკითხვა მაქვს, ყველასთან მერიდება ამაზე საუბარი და საქართველოში საჭმელზე უარის თქმა სერიოზულად შეუძლებელიაო? ასე მითხრეს, თუ არ გასინჯავთ, ეს ჩვენი შეურაცხყოფააო. არა, რას ბრძანებთ, თუ გნებავთ მიირთვით, თუ არა, ნუ მიირთმევთ-მეთქი.

ჩვენს თეატრში სტუმრობა მოეწონა, წასვლა არ უნდოდა. ამ დროს, არიქა, შეგვიჩნდნენ ორგანიზატორები, ფუნიკულიორზე გაშლილია სუფრა, გამოუშვით, გველოდებიანო. მოეშვით, კაცს არ უნდა ჭამა-მეთქი, ვსაყვედურობდი. დე ნიროს უარის თქმა ერიდებოდა.

მერე წაიყვანეს ქუთაისში. მანქანა 200 კილომეტრის სიჩქარით მიქროდა, რაც უცხოელებისთვის სრულიად წარმოუდგენელია. გული გაუსკდა, თურმე დე ნიროს. მისი შვილები მის წინ მიმავალ მაქანაში ისხდნენ. შიშისგან გადარეულმა სანამ არ იყვირა, გამიჩერეთ, ჩემს შვილებთან მინდა ჩაჯდომაო, ასე სისწრაფით მიაქროლებდნენ.

არ ვიცი, რატომ ჩაატარეს ასეთი პროვინციული რამ, სამაგიეროდ, მივიღეთ ის, რომ საკმაოდ არაასასიამოვნო რამ დაწერა ამ ვიზიტზე. იუმორში აღწერა ჩვენი ასეთი დახვედრა.

 

“არაფერსაც არ ვნანობ”

რეჟისორი ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი მისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების მომტანი იყო და ამიტომაც დღეს არაფერს ნანობს. თუმცა აღიარებს, რომ ასეთი მიმნდობი არ უნდა ყოფილიყო.

ქეთი: – ყველა შეცდომა ჩემი შეცდომაა, ყველა ნაბიჯი – ჩემია. რატომ უნდა ვინანო? ერთი ეგ იყო, რომ ყველას მიმართ ზედმეტად მიმნდობი ვიყავი. არასდროს მეგონა, რომ უახლოესი ადამიანები მიღალატებდნენ. როგორი ფორმითაც წამოვედი მე თეატრიდან, ეს უახლოესი ადამიანების ღალატი გამოვიდა. რა ქნეს ჩემს შემდეგ? ვერც ვერაფერი!  ბოლო წლებში გაგიგიათ რამე დიდი მოვლენა თუმანიშვილის თეატრში? არ გაგიგიათ.

ქართული თეატრი დახურული სფეროა, არასდროს ახლოს არავის არ უშვებდა და მხოლოდ თავის თავში იხარშება, რაც არ შეიძლება. ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ, რომ რომელიმე თეატრში უცხოელი რეჟისორი მოეწვიოთ.

ჯერჯერობით, ერთადერთი რეჟისორი ვარ (ბათუმის თეატრში სხვა შემთხვევაა, პოლონეთის და ბათუმის თეატრების რეჟისორების გამოცვლა-გამოცვლა ხდება), რომელსაც მსოფლიოში აღიარებული უდიდესი რეჟისორები ჩამომყავდა. ამით ბევრი რამ შევძინე, პირადად ჩემს მსახიობებს.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

იანვარი 4, 2022
ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

ოქტომბერი 19, 2021
,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

ნოემბერი 5, 2021

არ გამოტოვოთ

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
Slider 1

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 
Slider 1

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

ნოემბერი 26, 2021
რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?
სიახლეები

რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?

მაისი 28, 2024
VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები
კვირის TOP 5

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

აგვისტო 21, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved