პარასკევი, აპრილი 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ჩემი შემოსავალი გაიზარდა, ხარჯი შემიმცირდა” – გურამ შეროზია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს?

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
დეკემბერი 10, 2020
- Lifestyle, მთავარი ამბავი., სიახლეები
0
“ჩემი შემოსავალი გაიზარდა, ხარჯი შემიმცირდა” – გურამ შეროზია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს?
394
გაზიარება
2.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა გურამ შეროზიამ სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას რიგით მეორე მუსიკალური კლიპი წარუდგინა. სიმღერას “მადლობა”, გურამ შეროზია მალიბუსთან ერთად მღერის.
დუეტი მალე გაჰიტდა და ცნობილი ბლოგერიც გეგმავს მუსიკალურად უფრო აქტიური გახდეს.
ახალ ნამუშევარზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გურამ შეროზია “პრაიმამბებს” ესაუბრა.

– გურამ, სულ ცოტა ხნის წინ, გამოვიდა თქვენი ახალი სიმღერა, რომელიც მალიბუსთან ერთად ჩაწერეთ, როგორ გადაწყვიტეთ დუეტის ჩაწერა?

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

– ამ სიმღერის ჩაწერისას მალიბუ მეხმარებოდა, როცა წავიმღერეთ ერთად და მივხვდით, რომ ხმები ძალიან მოუხდა ერთმანეთს – დუეტის ამბავიც მომენტალურად გადაწყდა.

სიმღერა “მადლობა” ჩემი დაწერილია. მუსიკასთან დიდ თანაკვეთაში ვარ, ბავშვობიდან ვწერ სიმღერებს, ვმღეროდი, მაგრამ რადგან ვერ ვახერხებდი ვოკალში მეცადინეობას, ამბიციური იქნებოდა მეთქვა, რომ მომღერალი ვარ. სასიამოვნო ხმის ტემბრი მაქვს, რომელიც კონკრეტული ჟანრის სიმღერებს უხდება და სმენაც კარგი მაქვს.

მალიბუსთან ვოკალში ვმეცადინეობდი ერთი წელი. ხომ შემეძლო სიმღერა კომპიუტერულად გაესწორებინათ? მაგრამ სანამ მე თვითონ არ დავსვი სიმღერა ისე, როგორც მინდოდა, არ მოვისვენე.
არასდროს წარმომედგინა ჩემი სიმღერა ასეთი მოთხოვნადი თუ გახდებოდა და უფრო თავდაჯერებული გავხდი.


– ვის დაუწერე “მადლობა”?

– ეს სიმღერა კომპლექსიანი ბავშვობის დროს არის დაწერილი, როცა ველოდებოდი, რომ ბევრი კარგი რაღაც მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რისი მადლიერიც ვიქნებოდი. ბოლოს როცა ჩაწერა გადავწყვიტე, ჩემი სრული ინსპირაცია იყო დედაჩემი და ჩემი ბავშვი ელენა.

– თუ შენი სოციალური ქსელით ვიმსჯელებთ, ელენას დიდ დროს უთმობ, თუმცა საქართველოში დანგრეული ოჯახების შვილები, მამების დეფიციტს განიცდიან, როგორ ახერხებ შენ ელენასთან ხშირად ყოფნას?

– პრიორიტეტების ამბავია, ვისაც რა უნდა იმას მოასწრებს. მაქვს ჩემი საქმე, ლექციებს ვკითხულობ, ახალი ბიზნესი დავიწყე, მაგრამ ჩემი შვილისთვის დრო სულ მაქვს, იმიტომ რომ ეს არის პრიორტეტული.

– პანდემიამ როგორ შეცვალა შენი ცხოვრება?

– მივხვდი რომ ბევრი დრო მქონდა და როგორც კი ეს გავაცნობიერე დავიწყე ფიქრი, როგორ მომეხდინა თავისუფალი დროის კომპენსირება, რაში გამომეყენებინა ის.


ვარჯიში განვაახლე, ფორმებს მივხედე. კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთე საოჯახო საქმეებში, კულინარიით დავკავდი და ახალი ბიზნესი დავიწყე.

– რა ბიზნესი წამოიწყე?

– ეს არის ცენტრალიზებული სოციალური მედია. კომპანიებს, რომლებსაც არ ჰყავთ სოცმედიის კადრი, მე ვეხმარები “ფეისბუქის”, ინსტაგრამის და ლინკიდის მართვაში.

ჩემი ტურისტული კომპანიის მუშაობა ამ ეტაპზე გაჩერებულია, ბალიდან უცებ მცხეთის ტურებზე ვერ გადავიდოდი, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს.

– ბევრი ადამიანი კორონავირუსმა ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, შენს შემოსავალზე როგორ აისახა პანდემია?

– მე გამიუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. შემოსავალი გაიზარდა, ხარჯი შემცირდა. პანდემიამ კარგად იმოქმედა ჩემს შემოსავალზე, თუმცა ძალიან არ მომწონს ეს ეკონომიკური უკუსვლა რასაც ხალხში ვხედავ.

მაქვს შეგრძნება თითქოს ჩვენი დაუდევრობით “ვუჩალიჩებთ” ეკონომიკას კრიზისში ყოფნას.
100 ლარიანი კომპენსაცია სასაცილოდ არ მყოფნის, რაღაცნაირად უნდა დავარეგულიროთ, მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ცხოვრებას. არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია რაც ხდება.


– ხშირად იღებ უჩვეულო გადაწყვეტილებებს, პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ გეგმავ?

– გამორიცხული არ არის. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკაში წასვლას გადავწყვიტავ, არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვიქნები, გული მისკდება პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც.
შევქმნი ჩემს ახალ, წაუბილწავ და გაუსვრელ პარტიას. წლებია მშიერი აღარ ვარ, გასამდიდრებლად რომ მოვიდე პოლიტიკაში და ჩემი მიზანი იქნება, ვუშველო გაუბედურებულ ქვეყანას.

Tags: გურამ შეროზია
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved