ნარკოდანაშაულზე გასამართლებული, ქართველი მილიონერი ბიზნესმენი და ყოფილი მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, დაკავების შემდეგ საჯაროდ არსად გამოჩენილა.
ის ახლა მთელ დროს ოჯახს და საკუთარ საქმეს უთმობს. 11 დეკემბერს ჯიბღაშვილის ცხოვრებაში მეორე სიახლე მოხდა, მას მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც აკაკი დაარქვა.
ლევან ჯიბღაშვილი ცოლ-შვილთან ერთად საჯაროდ აქამდე არასდროს გამოჩენილა. ის ამჯერად მეუღლესთან და ვაჟებთან ერთად გუდაურში ისვენებს, სადაც დროს შესანიშნავად ატარებს.















