ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“საოცარი”, “ფენომენალური”, “უნიკალური”… – ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 31, 2020
- სიახლეები
0
“საოცარი”, “ფენომენალური”, “უნიკალური”… – ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო
359
გაზიარება
2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ.

“იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა და ცოტნეს ექსპრომტ-კონცერტი ჩაატარებინა, რამაც მათში სრული შოკი გამოიწვია, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

გთავაზობთ ლიზა ბათიაშვილის, პაატა ბურჭულაძის, თეონა ჯორბენაძის და ცოტნეს ბიძაშვილის, ლიზა მამრაძის კომენტარებს ამ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, საიდანაც ბევრ რამეს შეიტყობთ.

 

No description available.

ლიზა ბათიაშვილი: – ეს არის 2020 წლის ფრაზა. ნახეთ, რა თქვა დანიელ ბარენბოიმიმ, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მან ცოტნე ზედგინიძე პირველად მოისმინა.

“მე ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება, ყველაფერს გავაკეთებ და მისთვის ყოველთვის მისაწვდომი ვიქნები, თუ რამეში შემიძლია დავეხმარო.”

2020 წელი თითქმის დასრულდა და მიუხედავად ყველა სირთულეების და დანაკარეგებისა, ამ წელიწადმა სურპრიზები და მოულოდნელი გამოწვევები გაგვიჩინა.
ამ უჩვეულო და რთულ წელს ვაცილებთ მზის სხივით, რომელმაც ბევრი ადამიანი ერთად შეკრა იმისთვის, რომ 11 წლის უნიკალური ბიჭის პირველი ვიზიტი ბერლინში შემდგარიყო.
ცოტნეს გამომგზავრება, თან ასეთ რთულ პერიოდში, სულ არ იყო მარტივი, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამ ბედნიერი წუთების განცდა, ცოტნეს აქ ყოფნის დროს, იყო სიცოცხლის და ნიჭის ზეიმი, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში: დათო საყვარელიძეს და მთელი წინანდლის ფესტივლის გუნდს! ცოტნეს ოჯახს, ბულეზ აკადემიის ადმინისტრაციას, მაესტრო ბარენბოიმს, მაესტრო იორგ ვიდმანს.

და ნიკუშას, ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც შარშან პირველად გამაცნო ეს საოცარი ბავშვი.
ეს იყო ბედნიერება ამ კადრების ცოცხლად ნახვა, როცა პატარა ცოტნე დიდ დანიელს და იორგს ისე ესაუბრება, თითქოს უკვე დიდი ხნის ტოლი მეგობრები და კოლეგები იყვნენ და ერთმანეთს პატივს ცემდნენ.

მე ვუსურვებ ამ ბიჭს მშვიდობიან, თავისუფალ, კრეატიულ იმპულსებით სავსე წელს, ახალ გამოწვევებს და გაწონასწორებულ ზრდას. ეს სინათლის სხივი საქართველოს ელჩი არის და იქნება!

 

No description available.

ლიზა მამრაძე: – საოცრებების მომსწრე გავხდი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში.
შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, შედგა ცოტნეს კონცერტი ბერლინში და შეხვედრა დიდ მაესტროსთან – დანიელ ბარენბოიმთან და შესანიშნავ კომპოზიტორთან, იორგ ვიდმანთან.
კონცერტზე ცოტნემ შეასრულა თავისი ნაწარმოებები: “დიპტიხი”, დედისადმი მიძღვნილი “ზარები”, “ზმანებანი”, სამი საფორტეპიანო ეტიუდი და თავისი დის, ნინიკოსადმი მიძღვნილი ციკლი – საბავშვო ალბომი. ასევე, დანიელ ბარენბოიმის თხოვნით დაუკრა ბრამსის მესამე, ფა მინორული სონატის პირველი ნაწილი.
მთელი კონცერტის განმავლობაში ვაკვირდებოდი დარბაზს, სახეებს, რეაქციებს და ვხედავდი დიდ გაოგნებას, აღფრთოვანებას, გაოცებისგან ხელებს შლიდნენ და თითქოს ახსნასაც ვერ პოულობდნენ იმის, რაც ხდებოდა. კონცერტის დასრულებისას დანიელ ბარენბოიმი მაშინვე წამოდგა ფეხზე და ასე უკრავდა ტაშს.
იორგ ვიდმანმა თქვა: ამ კონცერტის შთაბეჭდილებების მერე თვალიც ვერ მოვხუჭე. ცოტნეს გონებაში უკვე ყველაფერი აქვს, ჩვენ ვერაფერს ვასწავლით, ერთ ნოტსაც ვერ შევცვლით მის მუსიკაშიო, მხოლოდ ფურცელზე გადმოტანას – ჩაწერას ვასწავლითო.
დანიელ ბარენბოიმისგან კი ასეთი შეფასებები მოვისმინეთ: “საოცარი”, “ფენომენალური”,
“უნიკალური”…

No description available.

კონცერტის შემდეგ მასტერკლასებიც ჰქონდა ცოტნეს, ბრამსის ფა მინორულ სონატაზე დანიელ ბარენბოიმთან და თავის საკუთარ მუსიკაზე იორგ ვიდმანთან. საოცარი იყო მათი ურთიერთობა 11 წლის ცოტნესთან – თანასწორ, თანატოლ მუსიკოსებს შორის აზრთა გაცვლა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციების და განცდების მეასედსაც კი, ვგრძნობდით ყველა, ვინც შევესწარით ამ საოცარ დღეებს.
უდიდესი მადლობა ყველა ორგანიზატორს: დავით საყვარელიძეს და წინანდლის ფესტივალის ჯგუფს, რომ შეძლეს ამ მოგზაურობის დაგეგმვა. ასევე დიიდი მადლობა ლიზა ბათიაშვილს ყველაფრისთვის, ამ დღეების განმავლობაში (და ყოველთვის) წარმოუდგენელი გვერდში დგომისთვის! ნიკა რაჭველს, თეონა ჯორბენაძეს – მადლობა ყველაფრისთვის, ყოველთვის!

სულ ბოლოს დავამატებ: უბედნიერესი ვარ, რომ შევძელი ჰაიდელბერგიდან ბერლინში ჩასვლა, ერთი წლის შემდეგ ჩემს ოჯახთან (ოჯახის ნაწილთან) შეხვედრა და ამ დღეებში მამიდას და ცოტნეს გვერდზე ყოფნა, ცოტნეს არც ერთი კონცერტი არ გამიცდენია და ჩვენთვის, ცოტნესთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ამ დღეებში ერთად ყოფნა. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ შესაძლებელი გახადეს ჩემი ეს მოგზაურობა.

 

No description available.

თეონა ჯორბენაძე: – ჩვენმა მზე ბიჭმა გაგვაბედნიერა მძიმე წლის ბოლოს. მადლობა ნიკას მისი აღმოჩენისთვის, მადლობა ლიზას მისი მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენისთვის, მადლობა დათო საყვარელიძეს და წინანდლის ფესტივალს უდიდესი ძალისხმევისთვის. მადლობა ფონდ “იავნანას” ცოტნეს კონცერტების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. უდიდესი მადლობა მის ბებიასა და პედაგოგს ნინა მამრაძეს მისი ტალანტის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.
სიცოცლე და ნიჭი ყოველთვის იმარჯვებს ❤
ბედნიერი 2021 სამყაროს!

პაატა ბურჭულაძე: – ამ საოცარი ბიჭის კონცერტი ფონდ “იავნანას” პარიზის ბასტილიის თეატრში უნდა გაემართა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაგრამ პანდემიის გამო ჩაიშალა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხდი, რადგან ასეთ დროს ყველა დღეს და თვეს მნიშვნელობა აქვს. უზომოდ გახარებული ვარ, რომ ჩვენი სახელოვანი ლიზა ბათიაშვილის დახმარებით მაინც მოხერხდა მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ცოტნემ გააოცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკოსი და პიროვნება დანიელ ბარენბოიმი! ეს მთელი ქვეყნის სიხარული და გამარჯვებაა.

მადლობა ცოტნეს პედაგოგს ნინა მამრაძეს, მადლობა დათო საყვარელიძეს და წინანდლის ფესტივალს, მადლობა ფონდ “იავნანას”! ყველაზე დიდი მადლობა კი არაერთი ნიჭიერი მუსიკოსის აღმომჩენსა და ქომაგს – ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც სცენაზე გამოიყვანა და ყველა ჩვენგანს გაგვაცნო 11 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე!

 

No description available.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა

ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა

მაისი 18, 2021
“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”

“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”

მაისი 18, 2021
VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

აგვისტო 21, 2021

არ გამოტოვოთ

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით
Slider 1

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

იანვარი 4, 2022
ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას
Slider 1

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

ოქტომბერი 19, 2021
„სიცივე მომენატრა, სითბომ არ გაამართლა“ – შორენა ბეგაშვილი 
Slider 2

„სიცივე მომენატრა, სითბომ არ გაამართლა“ – შორენა ბეგაშვილი 

ოქტომბერი 28, 2021
როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძე – მოდელის ახალი ფოტოები Instagram-იდან
Slider 3

ალექსანდრა პაიჭაძე კატო კოდუასთან კონფლიქტზე საუბრობს

ოქტომბერი 28, 2021
“ეს “მალალეტკები” ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირ…ებს აკეთებენ, რომ…” – ნახეთ, რა იცვლება მოპედების მძღოლებისთვის
მთავარი ამბავი..

“ეს “მალალეტკები” ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირ…ებს აკეთებენ, რომ…” – ნახეთ, რა იცვლება მოპედების მძღოლებისთვის

მაისი 5, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
Slider 1

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved