სოსო პავლიაშვილმა და მოცეკვავე ირინა პატლახმა, ჯვარი თანაცხოვრებიდან 20 წლის შემდეგ დაიწერეს.
ცერემონიალი რამდენიმე თვის წინ შედგა, თუმცა ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ პავლიაშვილმა ჯვრისწერის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
„სიმღერა “შენთან ყოფნა” სიყვარულის ჰიმნია და ჩემს მეუღლეს, ირინას, მივუძღვენი. აუცილებლად უნდა დავაფასოთ, გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და ხელის გულზე ვატარებდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მთავარი მუზა და ცხოვრების თანამგზავრები არიან.“ – წერს სოციალურ ქსელში სოსო პავლიაშვილი.
როგორც გაირკვა ჯვრისწერის კადრები სოსო პავლიაშვილის ცოლის ძმამ დაამონტაჟა კლიპის სახით და შემდეგ სიძეს აჩუქა.





