სამეფო ოჯახი პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ინტერვიუს ოფიციალურად გამოეხმაურა. ოპრა უინფრის შოუში, სამეფო ოჯახიდან წასულმა წყვილმა ხმაურიანი და სკანდალური განცხადებები გააკეთა, კერძოდ მათ სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს.
როგორც სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი წყვილის ბრალდებებით შეშფოთებულები არიან.

„ჩვენ ძალიან დამწუხრებულები ვართ, როცა გავიგეთ, რომ ჰარისა და მეგანისთვის აქ ცხოვრება გაუსაძლისი იყო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია რასისტული ბრალდებები. ზოგიერთი განცხადება უტრირებულად გვეჩვენება, მაგრამ ჩვენ ოჯახის ფორმატში ამ საკითხს დეტალურად გავივლით. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრები“, – ნათქვამია განცხადებაში.














