თათია შარანგია იზოლაციაშია და როგორც სოციალურ ქსელში წერს, ძალიან უჭირს. რა დასკვნები გააკეთა საკუთარ თავზე პიანისტმა, მისი პოსტიდან შეიტყობთ.
თათია შარანგია: – მესამე დღე იზოლაციის და არა ვარ კარგად. ხო, მთავარი – მოვიმატე წონაში. მაკიაჟის გარეშე მივხვდი, რომ უთეთრესი ვარ სახეზე… მივხვდი, რომ პასიური დასვენება ჩემთვის აპოკალიფსია. მივხვდი, რა რთულად გასაძლები ადამიანი ვარ, მივხვდი რომ ჩემი გაძლებისთვის ოჯახის წევრები იმსახურებენ საერთაშორისო ჯილდოს… მივხვდი, რომ ჩემი თავი საკმაოდ მიყვარს და არ მინდა დამემართოს კოვიდი. თუმცა მგონი თავად კოვიდსაც ეშინია ჩემთან მოახლოვების :))) – გიჟიაო.
თქვენ რომ ძალიან მიყვარხართ, სულ ვიცოდი.
გკოცნით, გეხვევით.













