რადიოგადაცემა “ჩარჩოს მიღმა”, “ჯორჯიან თაიმსზე”, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას გიორგი ფხაკაძესთან ერთად მიჰყავს.
სასულიერო პირი და გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი ეხებიან სხვადასხვა თემებს, მცნებები იქნება ეს თუ პრობლემატური საკითხები.
გუშინ ტანდემმა ახალციხის კლინიკაში დატრიალებულ ტრაგედიასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს.
პეტრე კვარაცხელია: – ჩვენთან დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ აცრაზე, აცრას კარი არ უნდა მივუხუროთ, მაგრამ მინიმალურამდე უნდა შევზღუდოთ უკუჩვენება, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს. გიორგი, ეს ხომ არ იყო დილეტანტიზმის და გამოუცდელობის შედეგი. რა მოხდა?
გიორგი ფხაკაძე: – ვუსამძიმრებ ყველას.მე ვყვირი და არავის ესმის. ისე ვარ დათრგუნული, არ ვიცი, რა გავაკეთო. ძალიან ბევრი კითხვაა საზოგადოებაში. გეტყვით, რომ ის, რაც მოხდა, ვაქცინის ბრალი არ იყო. ეს არის სისტემის დანაშაული. ღმერთმა დამიფაროს, საქართველოს საავადმყოფოში ამოვყო თავი-მეთქი, ვთქვი ერთხელ, სადაც ერთი დიაგნოზით მიდიხართ, მეორეთი გამოდიხართ.
რაც შეეხება “ასტრაზენეკას”. საფრანგეთში გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული 55 წლის ქვევით. ეს გადაწყვეტილება საქართველომაც უნდა მიიღოს.
არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე და ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირის მანძილზე.
არის გარკვეული სახის წამლები, რომლებიც არ უნდა მიიღოთ იმუნიზაციამდე ორი კვირით ადრე. ექიმებმა აცრამდე უნდა მოამზადონ ადამიანები. გამოკითხონ, რას სვამს, რას უჩივის.
პეტრე კოლხი: – გიორგი, რაშია სახელმწიფო დამნაშავე?
გიორგი ფხაკაძე: – ეს მომზადება რომ არ მოხდა. გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ჩვენ ევროპის წინაშე შევრცხვით. მეგობრებმა ბრიუსელიდან დამირეკეს. გავწითლდი, ისეთი რამეები მელაპარაკეს. საქართველოში პოლიტიკა ბასტი-ბუბუა.
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ანტივაქსერია ის, ვინც ვაქცინაციის პროცესი “მოამზადა” საქართველოში. არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.
მესამე ტალღა მოდის საქართველოში. ერთ თვეში ისევ ჩაიკეტება ყველაფერი. ერთადერთი გზაა მოქალაქეების ვაქცინაცია, მაგრამ მთავარია, უსაფრთხოება. ახლა გაიხსენეს, რომ რაიონებში არ აქვთ ტექნიკური მზაობა და აცრა მრავალპროფილურ კლინიკაში რომ უნდა გაკეთდეს.
ვაქცინაცია იდეალური არ არის, იქაც არის რისკები. მაგრამ ვაქცინაციის ალტერნატივა არ არსებობს. ვისაც არ უნდა ვაქცინაციის გაკეთება, მაშინ ისეთ ადგილას უნდა იცხოვრონ, სადაც ხალხი არ არის, სოფლებში. ეს რომ ვთქვი, შეურაცხყოფას გვაყენებ, გვხიზნავ სოფლებშიო. ეს ვირუსი რომ მოკვდეს და აღარ იყოს, ან ვაქცინა უნდა გაიეკეთოთ, ან იცხოვროთ ხალხისგან განცალკევებით, სოფლებში.













