ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
რიჩარდის ფოტოს “ფეისბუქზე” დავით ქაცარავა აზიარებს და აწერს :
“მგონი, დროა მეც დავდგე მერობის კანდიდატად”.
დათოს პოსტს მისი ცოლი, სოფო ხაჭაპურიძე ხუმრობით ასე აკომენტარებს.
სოფო ხაჭაპურიძე: – აი, ხომ ვამბობდი, ქაცარავა პიარისთვის აკეთებს ყველაფერს, მერე პოლიტიკაში უნდა შეძრომა. თქვენ კიდევ პატიოსანი პატრიოტი გგონიათ.

“პრაიმამბებმა” კი სოფოს ხუმრობის გარეშე ჰკითხა, რას ნიშნავს მისი კომენტარი, მართლა ხომ არ გეგმავს დათო პოლიტიკაში მოსვლას?
სოფო ხაჭაპურიძე: – ხუმრობაა. ბევრს ვიცინით მერობაზე. ყველას მერობა უნდა. და ეს უცხოელი ტიპი რომ გამოჩნდა, პიკი იყო.
მე და დათო ვსაუბრობდით. გუშინ ტიპები მივიდნენ, პოლიტიკოსები ოკუპაციის ხაზზე და სელფების გადაღება დაიწყეს. არადა, ქაცარავას პოლიციელები დასდევდნენ. მომსწრე ვიყავი. ერთხელ სტუდენტები იყვნენ ამოსული და პოლიციის თანამშრომელმა ყურში ჩასჩურჩულა, მართლა გგონიათ, რომ რამეს აკეთებს? პიარისთვის და სელფებისთვის დადისო. ასეთ ხმებს უვრცელებდნენ. ხომ გახსოვთ, ბევრად მაგარი პიარი ჰქონდა დათოს მანამდე, სულ ეკრანზე და პრესაში იყო.
ჰოდა, აი, ამ გუშინდელი ჩვენი საუბრის გაგრძელება იყო ჩემი კომენტარიც…







