გადაცემა “ექიმების” ერთ-ერთმა წამყვანმა, კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა მარიამობის საღამოს ჯვარი დაიწერა. ექიმის რჩეული 25 წლის ქეთი ძიგუაა.
ქეთი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირგიული განყოფილების მენეჯერის პოზიციას იკავებს.
წყვილის ქორწინებას ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა უძღოდა წინ.
ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.
ჯვრისწერის ექსკლუზივი ექიმმა “პრაიმტაიმს” მისცა.
ლევან ქარაზანიშვილი: – არაპომპეზური ჯვრისწერა გვქონდა, 15 კაციანი. ასაკიდან გამომდინარე, მშობლებიც ვერ დაესწრნენ. ამ სიტუაციაში ადამიანების შეკრება რეკომენდებული არ არის. ყველა გაგებით მოეკიდა ამას, გული არავის დასწყვეტია.
ეზოში გამოვიტანე იტალიიდან ჩამოტანილი მუსიკალური ცენტრი, რომელიც აქამდე არ ჩამირთავს. და აი, ამ დღეს გამომადგა.
მებაღემ ეზო გაგვილამაზა.
ნეფე-პატარძალი კი ასე გამოიყურებოდა.
















