მომღერალი, აჩი ფურცელაძე გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ქეთა თოფურიაზე საუბრობს. მისი თქმით, ქეთას მის ცხოვრებაში დიდი ნაწილი უკავია.
„ქეთას ისტორია ხო გასაგებია, ჩემს ცხოვრებაში ეს ისეთი ნაწილია, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ ამოიღებს. ქეთა ცხრა წლიდან არის ჩემს კისერზე გაზრდილი. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქეთას გზა, გაკვალვა ამ სივრცეში მოხვდა აჩისგან, ეს ყველამ გადასარევად იცოდა. მერე ქეთა დროულად შენიშნა ვინც იყო საჭირო, იქ ზარი ვისთანაც იყო საჭირო და ქეთა არის იქ, სადაც არი. ქეთას ის მომენტი, რომ რაღაცის გაკეთება ჩემთვის შეუძლია და იქნება შანსი ყოველთვის გააკეთებს.
მოსკოვში გამქურდეს, წაიღეს 10 000 დოლარი… ქეთამ გაიგო, გაგიჟდა…. უცებ ყველაფრის გარეშე დავრჩი. მეორე დღეს მოვიდა მისი მძღოლი, კონვერტი გადმომცა და მითხრა, ქეთამ გამოგიგზავნაო“,- ამბობს აჩი ფურცელაძე.