ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე. ნუკი გამომწერებს ხშირად უზიარებს პირადი ცხოვრებიდან ფოტოებს და რცევებსაც ხშირად გასცემს.
ამჯერად ტელეწამყვანი მეუღლის და შვილის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა.

„აი მეტი რა შეიძლება გინდოდეს? გამეღვიძა და ბუნდოვნად მახსოვდა რომ გადავუღე ფოტო. ძალიან გამიხარდა რომ არ შევცდი… რაღაცაზე მანერვიულა ოვიმ და ახლა რომ ვუყურებ, ისე მიხარია რომ ყველაფერი კარგად არის… არამგონია ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი იყოს რამე, როგორიც არის საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა.
ცოტა დრამატულად გამომივიდა, რამე კი არ მოხდა, უბრალოდ დედის გული სულ დარდობს! ახლა სადღეგრძელოსავით გამომივა, მაგრამ მინდა ყველას ბედნიერება გისურვოთ, ყველას შვილი, ქმარი, დედა, მამა, ძმა, და და უბრალოდ საყვარელი ადამიანი კარგად გიმყოფოთ ღმერთმა“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი.













