ტელეწამყვანი თათია შარანგია, ამჯერად კითხვებს პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებით „ინსტაგრამაზე“ იღებს: „მარტივი არ არის, გქონდეს საკუთარი აზრი ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ზედაპირულად უყურებენ. ყველას, რა თქმა უნდა, არ ეხება“ – წერს ის.
თათიამ კიდევ ერთ კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რა მოხდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ: „მანამ, სანამ „ჩაიდენდა“, სხვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოხდა ქვეყნისთვის, რის დავიწყებასაც ასე ცდილობს საზოგადოების ნაწილი. ადვილად დასავიწყებელი რომ იყოს, ამდენი წელი ვერ იარსებებდა, ფაქტია“ – აღნიშნა თათია შარანგიამ.







