ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი კარანტინში იმყოფება.
ის პარიზში იმყოფებოდა. ნეკა დოროყაშვილი კარანტინში პრესტიჟულ სასტუმროში მოხვდა. ის “მონოგრაფში” იმყოფება.
როგორც Instagram სთორებიდან ჩანს, ნელი შეყვარებულმა მამაკაცმა გაახარა.
„მას შემდეგ რაც ევროპიდან გრძელი მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი, კარანტინში ყოფნა მიწევს, გამოკეტილი ვარ სასტუმრო ოთახში, ვიკეთებ პისიარ ტესტებს კორონავირუსზე.

ეს რადიკალური ცვლილება ცოტათი სტრესულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ თუ ადამიანს შენზე ზრუნვა უნდა ის ამას ნიუ-იორკიდანაც გააკეთებს. სასტუმროს საჭმელი კარგია, მაგრამ მე ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ-იორკიდან ჩემთვის შეკვეთილი სუში.
თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია დისტანცია არაფერს არ ნიშნავს“,- წერს ნელი დოროყაშვილი.







