პარასკევი, აპრილი 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

როგორ ავარჩიოთ საჩუქარი

Prime Ambebi - Prime Ambebi
მარტი 16, 2022
- სიახლეები
0
როგორ ავარჩიოთ საჩუქარი
90
გაზიარება
501
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

საჩუქარი თავისი არსით ის ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც კაცობრიობას გამოუგონია. ნამდვილად არაფერი შეედრება იმ გრძნობას, რომელსაც საჩუქრის გახსნისას საყვარელი ადამიანის გაბრწყინებული თვალების დანახვა განიჭებს. ალბათ, ყველას გვქონია ის გარდამტეხი მომენტი,  საჩუქრის გახსნის მომენტიდან გაღიმებამდე, რომელიც შენს გონებას ისეთი ფიქრებით იტაცებს, როგორიცაა „ვაიდა, არ მოეწონოს“, თუმცა თავად ადრესატს რომ კითხო, მისთვის საჩუქარზე მეტად მნიშვნელოვანი ის ყურადღება და სითბოა, რომელიც შენ მისთვის გაიღე.

მართალია, საჩუქრის ჩუქება ნამდვილად   ადამიანთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო სიამედ მიიჩნევა, თუმცა სანამ საბოლოო საჩუქარს აარჩევ, გადაწყვეტილების მიღებამდე, მრავალი ათასი ადამიანის მსგავსად, დიდი ალბათობით, შენც ბევრს ფიქრობ, განიხილავ უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ ალტერნატივას, შემდეგ ერთმანეთს ადარებ, ფიქრობ, კიდევ ადარებ, ბოლოს კი ყველა საჩუქარი ერთნაირად იქცევა შენს თვალში და საუკეთესოს ძიებაში სხვადასხვა ბრენდის ფეისბუქ გვერდისა თუ ვებგვერდს საათობით სქროლავ იმ იმედით, რომ „ერთადერთს“ იპოვი. ნამდვილად ნაცნობი სიტუაციაა, თუმცა ასეთ დროს, გამოსავალი ხშირად მარტივია, რადგან უმეტესად, სწორედ მარტივი დეტალები ახალისებს ჩვენს ყოველდღიურობას.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

საჩუქრის არჩევამდე აჯობებს, თუ შესაბამისად არ იცნობ, ადრესატი კარგად შეისწავლო. ხოლო თუ იცნობ, კარგად დაფიქრდე და გაიხსენო რა მოსწონს, თავისუფალ დროს რისი კეთება უყვარს, რაიმე კონკრეტულის საჭიროება ხომ არ აქვს, ფეისბუქზე ბოლოს რას აზიარებდა, – იქნებ შენთვის დატოვებული ფარული მესიჯი გამოგრჩა, რომელშიც მკაფიოდ იკითხება – “აი ეს მინდა”. ასეა თუ ისე, საჩუქრის ჩუქებამდე უნდა იცნობდე ადამიანს, მაგალითად, მელომანისთვის საუკეთესო საჩუქარია ყურსასმენები და შენი ნაჩუქარი ველოსიპედი შესაძლოა თვალში დიდად არ მოუვიდეს. აქტიური ადამიანისთვის კი პირიქით, – „მადონას სერვიზი“ ძალიან არაადეკვატურად გამოიყურება. საჩუქრის ძიების პროცესი, დღევანდელ რეალობაში, გამარტივებულია და სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, კომფორტულად შეგიძლია სქროლო “მარადიულობის დასასრულამდე”, თუმცა სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ. საჩუქრის ჩუქებას ყოველთვის აქვს თავისი კონტექსტი, მაგალითად, ბავშვობის მეგობარს შეიძლება ისეთი საჩუქარი გაუკეთო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სასაცილო იქნება, მაგალითად, ტელეფონის ნაცვლად ეფლის ყუთში მოთავსებული ჩაკბეჩილი ვაშლი, ხოლო იგივე საჩუქარი შენი ახალი თანამშრომლისთვის, რომელსაც არ იცნობ და არც იცი იუმორის გრძნობა აქვს თუ არა, შეიძლება მისი გადამტერებით დასრულდეს. ასევე, კონტექსტი შეიძლება იყოს დღესასწაული, მაგალითად, ვალენტინობაზე საყვარელი ადამიანისთვის ახალი წლისთვის დამახასიათებელი საჩუქრის ჩუქება ძალიან, ძალიან უცნაური ნაბიჯი იქნებოდა. არის კიდევ ერთი დეტალიც, კონტექსტის მიუხედავად, ტექნიკის ჩუქება ყოველთვის იდეალური გადაწყვეტილებაა, მთავარია იცოდე, რომელი ბრენდის ტელეფონი უყვარს, ან უკაბელო ყურსასმენები თუ ასე ურჩევნია, თუმცა, ასეთ დროს, აჯობებს დეტალებს კარგად დაუკვირდე და საბოლოო განაჩენი შესაბამისად გამოიტანო.

Tags: ყურსასმენები
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved