ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ამაზე დიდი აბსურდი თუ გსმენიათ სადმე?! 8 კლასის განათლების მქონენო, მეცნიერებზე უკეთ ვერ გეცოდინებათ ვირუსოლოგია!!! – ქეთი თუთბერიძე

Prime Ambebi - Prime Ambebi
აგვისტო 4, 2021
- Slider 3
0
ამაზე დიდი აბსურდი თუ გსმენიათ სადმე?! 8 კლასის განათლების მქონენო, მეცნიერებზე უკეთ ვერ გეცოდინებათ ვირუსოლოგია!!! – ქეთი თუთბერიძე
305
გაზიარება
1.7k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ ჟურნალისტი, ქეთი თუთბერიძე გვთავაზობს ჩანახატს, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებს უძღვნის და წერს:

„წარმოიდგინეთ, რომ ხართ პირობითად ქალი (კაციც შეიძლებოდა დამეწერა, მაგრამ ქალზე მინდა დავწერო). შენი მშობლები ბევრს მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, ფუფუნებით გათამამებული არ ხარ და არც ახლა აქვთ საშუალება ჰარვარდის, სტენფორდის ან ემორის უნივერსიტეტებში სწავლა დაგიფინანსონ, მაგრამ თავად ხარ ისეთი ჭკვიანი და მიზანდასახული, რომ სტიპენდიანტი ხდები და აბარებ საოცნებო უნივერსიტეტში. ყოველი გამოცდის წინ ათენებ ღამეებს, იკლებ გართობას, ბიჭებსაც კი იშვიათად ხვდები. სულის სიღრმეში გიჩნდება განცდა, რომ იმდენად ღირებული უნდა შექმნა, კაცობრიობა გადაარჩინო, შენი სახელი მეცნიერებას დაუტოვო. უნივერსიტეტს წარმატებით ამთავრებ და ლაბორატორიაში იწყებ მუშაობას. მერე ვიღაც შეგიყვარდება, დაქორწინდებით, ბავშვს გააჩენ. დედისგან შორს ცხოვრობ, დიდ ქალაქში და დამხმარე არ გყავს, ქმარი სამსახურშია, ბავშვი ტირის, მშობიარობის შემდგომი დეპრესია გიმწვავდება, სულ გეტირება, შენ თავს ვერ იტან, შვილი გიყვარს, მაგრამ გტანჯავს შიში, რომ დედობას ვერ გაუწევ და ამ მძიმე ემოციების გამო სინდისი გღრღნის შიგნიდან. ასე გრძელდება თვეების განმავლობაში. სულ უფრო ხშირად ფიქრობ, რომ მთელი შენი შრომა და მიზნები მღვრიე წყალში ჩაიხრჩო. ბოლოს დეპრესიას მაინც უმკლავდები და სამსახურს იწყებ.

ასევე იხილეთ

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

„ვინც არ უნდა იყო, იცოდე გიპოვი და დედას …!” – გაიგეთ რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

ბერუკა ივანიშვილი 2 წლის გახდა – ახალი ფოტოები სამხრეთ კორეიდან

 

ასევე ნახეთ: სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ! – ბიძინა კულუმბეგოვი

 

ახალ სამუშაო გარემოსთან შეგუება გიჭირს. სინდისი გაწუხებს, რომ ყურადღებას აკლებ ბავშვსაც, მაგრამ მიზანი უცვლელია – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. არ იცი როგორ, მაგრამ უჯრედის დონეზე გრძნობ, ეს შენი მისიაა, შენ ხომ მეცნიერი ხარ?!  ამისთვის წვალობ, კვლევებს ატარებ გუნდთან ერთად. რამდენჯერმე შენიშნეს შენი ცოდნა, ნიჭი და მონდომება. რთულად, მაგრამ წინ მიიწევ. ასე გრძელდება წლები და ერთ დღესაც სადღაც შორეულ აზიაში ვირუსი ღამურაში მუტაციას იწყებს, შუალედური ცხოველის გავლით ადამიანზე გადადის და უხანური “შავი ჭირის” ეპოქა იწყება. და შენ… გადაღლილი მეცნიერი ქალი, სექსიც რომ იშვიათად გაქვს, ზოგჯერ შვილს დაძინებამდეც რომ ვერ უსწრებ სახლში, შენს გუნდთან ერთად ვაქცინის შექმნაზე იწყებ მუშობას. მიკროსკოპში შენი სამყარო გაქვს, სხვებისთვის შეუცნობელი და უხილავი, იდუმალი და თან, იდეალური სიზუსტით შესწავლილი. პირველი, მეორე და მესამე კლინიკური კვლევებიც წარმატებით სრულდება და შენი გუნდის ქმნილება FDA-ისა და WHO-ს ავტორიზაციას იღებს. შენი ქმნილება მილიონობით მოხუცისთვის დედამიწაზე სიკვდილს დროებით აჩერებს. და შენ ახლა ყოველ დილით  ანარეკლში უყურებ ქალს, რომელმაც პანდემიური სიკვდილი მოატყუა. ახლა უკვე ყველა გათენებული ღამე გეამაყება და იცი, რომ შვილისთვის მოკლებული დღეებით  შენი შვილი იამაყებს… რადგან მილიონობით სხვა ბავშვი ობლობისგან იხსენი.

 

ასევე ნახეთ: ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას მიხვდებით… – გიორგი ფხაკაძე

 

ამ დროს სადღაც, დედამიწის მეორე კუთხეში, ვიღაცები ნაყიდი დიპლომებით, სინტაქსურად გაუმართავი წინადადებებით, შიმპანზეზე დაბალი IQ-თი, სამყაროს შესახებ ზღვარგადასული უმეცრებით, მეცნიერებაზე ნულოვანი წარმოდგენით, შენს იმ ქმნილებას, – თეთრი ღამეები რომ შეალიე, შხამს და ეშმაკის ჩიპს უწოდებენ. ამაზე დიდი აბსურდი თუ გსმენიათ სადმე?!

 

8 კლასის განათლების მქონენო, მეცნიერებზე უკეთ ვერ გეცოდინებათ ვერც ბიოლოგია და ვერც ვირუსოლოგია!!! აიცერით“.

Tags: ვაქცინაცია
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში
Slider 3

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

- Prime Ambebi
იანვარი 6, 2022
Slider 3

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

- Prime Ambebi
იანვარი 4, 2022
„ვინც არ უნდა იყო, იცოდე გიპოვი და დედას …!” – გაიგეთ რა მოხდა რუსთაველის გამზირზე
Slider 3

„ვინც არ უნდა იყო, იცოდე გიპოვი და დედას …!” – გაიგეთ რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

- Prime Ambebi
იანვარი 4, 2022
ბერუკა ივანიშვილი 2 წლის გახდა – ახალი ფოტოები სამხრეთ კორეიდან
Slider 3

ბერუკა ივანიშვილი 2 წლის გახდა – ახალი ფოტოები სამხრეთ კორეიდან

- Prime Ambebi
დეკემბერი 22, 2021
იმედი მაქვს, ისევ შეხვდები შენს მშობლებს, მანამდე კი სამყარო იზრუნებს შენზე“ – ანუკი არეშიძე
Slider 3

„ბოროტი დედინაცვალი გამომიყვანა“ – ანუკი არეშიძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს

- Prime Ambebi
დეკემბერი 2, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved