ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით, კიდევ რას აძლევენ, არავინ იცის – იაგო ფრანგიშვილი

Prime Ambebi - Prime Ambebi
აგვისტო 3, 2021
- Slider 2
0
ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით, კიდევ რას აძლევენ, არავინ იცის – იაგო ფრანგიშვილი
334
გაზიარება
1.9k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოში კოვიდის მართვის კუთხით კლინიკებში შეიქმნა.

„ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კატე, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი წილაკების საზღვრებს რომ ანატომიურად მონიშნავ, აი, ისეთი ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე.

ასევე იხილეთ

„საოცარი წელი იყო და უფრო საოცარს ველოდები“ -შორენას ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა

“განადგურებული ვარ…” – ნანუკა გულუა

VIDEO: როგორ გამოიყურებოდა ლაშა ტალახაძის მეუღლე დადიანების საშობაო მეჯლისზე

თუ ბიჭებს აღგზნებენ, ესეიგი არავინ ყავთ, თორემ აღარ იზამდნენ… – რამ გააკვირვა მაია კაჭკაჭიშვილი

ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის.

არცერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა. დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა.

 

ასევე ნახეთ:  “ორი წიგნი არ აქვს წაკითხული, დატრენინგებული ენჯოშნიკია” – რას პასუხობს ლადო აფხაზავა კოლეგას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა

 

ნუთუ ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოლოდ კორონაზე არ ნიშნავს რომ აი, ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა?

კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.

უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა.

რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რახან კორონატესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.

რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და „ფილტვია დაზიანებულიო“ და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ, რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, აი, ხო ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო, დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა?

 

 

  • ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს… შემიძლია დავიფიცო – სალომე გოგიაშვილის უცნაური აღიარება

 

 

არ ჰქონდა დ დიმერი, დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.

არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება.

80%-იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა.

ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს.

ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.

ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის.

აი, ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო. არცთუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას.

გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კი არა, მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტენტულები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.

 

  • ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას მიხვდებით… – გიორგი ფხაკაძე

 

ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმოკოკით, ან კლებსიელათია გამოწვეული, უმკურნალობ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად, ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად, ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით.

 

ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა, დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით.

ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება, შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც.

 

არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი არა. ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი არა“, -წერს ექიმი.

Tags: ექიმიკორონავირუსი
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

„საოცარი წელი იყო და უფრო საოცარს ველოდები“ -შორენას ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა
Slider 2

„საოცარი წელი იყო და უფრო საოცარს ველოდები“ -შორენას ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა

- Prime Ambebi
იანვარი 4, 2022
“განადგურებული ვარ…” – ნანუკა გულუა
Slider 2

“განადგურებული ვარ…” – ნანუკა გულუა

- Prime Ambebi
იანვარი 3, 2022
VIDEO: როგორ გამოიყურებოდა ლაშა ტალახაძის მეუღლე დადიანების საშობაო მეჯლისზე
Slider 2

VIDEO: როგორ გამოიყურებოდა ლაშა ტალახაძის მეუღლე დადიანების საშობაო მეჯლისზე

- Prime Ambebi
დეკემბერი 28, 2021
თუ ბიჭებს აღგზნებენ, ესეიგი არავინ ყავთ, თორემ აღარ იზამდნენ… – რამ გააკვირვა მაია კაჭკაჭიშვილი
Slider 2

თუ ბიჭებს აღგზნებენ, ესეიგი არავინ ყავთ, თორემ აღარ იზამდნენ… – რამ გააკვირვა მაია კაჭკაჭიშვილი

- Prime Ambebi
დეკემბერი 22, 2021
“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე
Slider 2

“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე

- Prime Ambebi
იანვარი 4, 2022
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved