2020 წლის დასაწყისში რუსმა სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ, ფანებს მისი ნიშნობის შესახებ აცნობა.
ულამაზესი მოდელის რჩეული ფრანგული კომპანიის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელის, მილიარდერ ბერნარ არნოს ვაჟი, ანტუან არნოა.

წყვილს გრანდიოზული ქორწილი ივლისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ვერ შეძლეს და დაქორწინება სწორედ ახლა აღნიშნეს.
მოდელს ღია კრემისფერი კაბა ეცვა, ფართე მხრებითა და წელზე სხვადასხვა მინიმალისტური დეტალით.

ნატალიას და ანტუან არნოს ქორწილი მოკრძალებულად წარიმართა, თუმცა მას არისტოკრატიული ქორწილი უწოდეს.







