სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ პირველი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნეს.

კადრი ამერიკელი ხელოვანის მეტ სეილზის მიერ არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ფოტო პირველია, რომელშიც წყვილმა ოფიციალურად დაარღვია სამეფო ოჯახის პროტოკოლი, გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ მარკლი კადრში პრინცესა დაიანას 23 000 დოლარად შეფასებული Cartier-ის საათით ფიგურირებს.








