ამბობენ და ფაქტიც არის, რომ 2020 წელი კორონავირუსის პანდემიის გამო დაპაუზებული იყო, მაგრამ სკანდალური სიახლეების გარეშე არც ეს წელი ყოფილა.
გთავაზობთ ამ წლის ყველაზე ხმაურიან არაპოლიტიკურ სკანდალებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის ოჯახური სკანდალი
24 მაისს საზოგადოება შოკში ჩავარდა, როდესაც დილის საინფორმაციო გამოშვებები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებით დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოში აღიარებული სპორტული ვარსკვლავია, რომელსაც პოპულარობაში ხელს მისი გარეგნობაც უწყობს და ერთ-ერთ სამაგალითო მამაკაცად ითვლებოდა, თუმცა მას ყოფილმა მეუღლემ, ფოტომოდელმა და ახლა უკვე დიზაინერმა ნელი დოროყაშვილმა, ძალადობის ბრალდებით უჩივლა და ბასილაშვილი დააკავეს.
დაპირისპირება წყვილს შორის ბავშვის გამო დაიწყო, ნელი დოროყაშვილმა შვილს მამის სახლში მიაკითხა, რა დროსაც როგორც თავად ამბობს, მასზე ფიზიკურად ყოფილმა ქმარმა და მამამთილმა იძალადეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა.
სოფო ნიჟარაძის გასაიდუმლოებული მშობიარობა
სოფო ნიჟარაძე ქართული ესტრადის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის ცხოვრებასაც მუდმივად ახლავს ათასი ჭორ-მართალი.
სოფოს განსაკუთრებული პოპულარობა საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2008 წელს რუსეთში კარიერა მიატოვა და საქართველოში გადმოვიდა.
მაშინ მას ნიკა გილაურთან აწყვილებდნენ, თუმცა მალე ტაბლოიდები ნიჟარაძის და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლავ-სთორზე ალაპარაკდა და ჭორი აქტუალურობას ახლაც არ კარგავს.
ამ ზაფხულს სოფო დედა გახდა. ის გასული წლის დასაწყისში ამერიკაში წავიდა დედასთან ერთად და ქალიშვილი ელის-მარია გააჩინა, რომლის მამის ვინაობას საიდუმლოდ ინახავს. ამბობენ, რომ ბავშვის მამა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
“პრაიმტაიმმა” მაშინ ინფორმაცია სააკაშვილის მამასთან და დედასთან გადაამოწმა, თუმცა დედამ თქვა, რომ ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილისთვის გვეკითხა, ხოლო ექს-პრეზიდენტის მამამ კიდევ ერთი შვილიშვილის დაბადება უარყო.
სოფო ბედიამ კორონას უმღერა
მიმდინარე წელს მსოფლიო დიდ განსაცდელში ჩავარდა, რადგან წლის დასაწყისში უხანიდან მომაკვდინებელი კორონავირუსი გავრცელდა.
მომღერალმა სოფო ბედიამ პირველი ლოკდაუნის დროს გადაწყვიტა ხალხი სიმღერით გაემხნევებინა და სახლში დარჩენისკენ სიმღერით მოუწოდა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგან ის ტელეფონით იყო გადაღებული და ვიდეორგოლი გააკრიტიკეს როგორც რეჟისურის, ასევე შინაარსის გამო.
მოგვიანებით კი, სოფო ბედიას ამ წამოწყებას კლიპში მონაწილე რამდენი მომღერალი, მათ შორის სოფო ხალვაშიც განუდგა, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა რაში იღებდა მონაწილეობას.
“მთავარი არხი” ჟურნალისტებმა დატოვა
ცვლილებები განხორციელდა წელს სატელევიზიო ბაზარზეც. ყველასთვის მოულოდნელად, ‘”მთავარი არხი” დატოვა ცნობილმა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა.
ისინი სამუშაოდ “ტვ პირველზე” გადავიდნენ, სადაც “ნოდარ მელაძის შაბათი” გააკეთეს.
ნინი ბადურაშვილმა გოგონას გარეგნობაზე დასცინა
ცნობილ ადამიანებს ყველა სიტყვის გაკონტროლებას სთხოვენ და ეს მათაც კარგად იციან, თუმცა ზოგჯერ შეცდომები მათაც მოსდით.
ამ ზაფხულს სკანდალში გაეხვა მომღერალი და “პრაიმშოუს” წამყვანი ნინი ბადურაშვილი. ის გადაცემა “კაცების” სტუმარი იყო, რის გამოც გადაცემა ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა გააკრიტიკა, რის გამოც ნინი ბადურაშვილმა მას შემდეგი შინაარსის კომენტარი დაუწერა: ამ ვიდით რამდენს ბედავ.
ამან საზოგადოება გააღიზიანა, თუმცა ნინის დამცველებიც გამოუჩნდნენ. მოგვიანებით მომღერალმა ბოდიში მოიხადა.
ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე რუსულად იმღერა
წლევანდელი წელი რა არის თავისუფლების მოედანზე რუსულად ამღერებული ბუბა კიკაბიძიუს გარეშე?
წელს ცნობილი გახდა, რომ 82 წლის ვარსკვლავი “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომრად დასახელდა და საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი ბუბა კიკაბიძე პარლამენტში არ შევიდა და არჩევნების შემდეგ არსად გამოჩენილა.
სამაგიეროდ აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ შემაჯამებელ აქციაზე კი, სცენაზე გამოსულმა ბუბა კიკაბიძემ მისი რეპერტუარიდან გამორჩეული სიმღერა “თბილისო” ნაწილობრივ რუსულ ენაზე შეასრულა.
კიკაბიძე ამის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ფონოგრამა ხმის რეჟისორს შეეშალა, თუმცა ბუბა კიკაბიძემ რუსულად სიმღერა “თავის თავზე აიღო”.
ია ფარულავას სკანდალური გადაცემა
სადაც ია ფარულავაა იქ სკანდალების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ახლა, როდესაც მსახიობს საკუთარი გადაცემა “ფარული კონვერტი” აქვს, საიდანაც ცნობილი ადამიანების შესახებ, არაერთი საიდუმლო გამჟღავნდა.
ამ ზაფხულს ია ფარულავას გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი გიორგი ნაზღაიძე გახლდათ, სადაც მან მომღერალ თემურ თათარაშვილზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ერთ-ერთ ბარში, თათარაშვილი მას ფეხზე შეეხო.
ამ მონაკვეთის ეთერში გასვლის შემდეგ, თემურ თათარაშვილი ია ფარულავას და “რუსთავი 2”-ს გაუნაწყენდა. არხის ხელმძღვანელობისგან მან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
თამარ ივერი მარტვილის კანიონის მენეჯმენტს გაუნაწყენდა
სკანდალური აღმოჩნდა ამ ზაფხულს ოპერის ვარსკვლავის თამარ ივერის, მისი ოჯახის და სტუმრების მარტვილის კანიონის დათვალიერების სურვილი.
როგორც ოპერის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა, მარტვილის კანიონი იყო კორუფციის ბუდე, სადაც მომსახურება ძალიან ძვირი ღირდა.
ივერმა ისიც განაცხადა, რომ კანიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას ურჩია “ზევით” დაერეკა და კანიონს უფასოდ დაათვალიერებდა.
თამარ ივერის ბრალდებებს უპასუხა მარტვილის კანიონის ხელმძღვანელმა ზაზა გაგუამ. მან თამარ ივერს კანიონის ფასები და იქ მიღებული შემოსავლების მიმართულება გააცნო.







