29 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას და კონცერტს მართავს. კონცერტზე იმღერებენ – თამრიკო ჭოხონელიძე, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”, სოფო ბათილაშვილი, ლექს-სენი…
შეკითხვამ – თუ რა კონცერტია ლექს-სენი ცოტა დააბნია. აი, რა გვიპასუხა რეპერმა.
ლექს-სენი: – ჩემი კონცერტია. მთლად სოლო არ არის, სხვებიც გამოდიან.
– აბა, შენი კონცერტი როგორ არის?
– მარტო ჩემი არ არის.
– მაინც რა კონცერტია?
– არ ვიცი. მე მგონი, კერძო კომპანია აკეთებს.
– და რამდენ სიმღერას შეასრულებ?
– ოთხ-ხუთს. ვნახოთ.
რამდენ სიმღერას შეასრულებს არც “გამოუვალი მდგომარეობის” სოლისტმა, ვანიკო თარხნიშვილმა იცის. მოგვეჩვენა, რომ ზარს, მანაც აარიდა თავი.
ვანიკო თარხნიშვილი: – სიმღერების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი. ახლა რეპეტიცია გვაქვს.
– ვანიკო, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხმრავლობა, ასეთ კოვიდგარემოში, არ გაშინებს?
– არაფერი არ მაშინებს. თან ახლა ინტერვიუსთვის არ მცალია. რეპეტიციაზე ვარ. სხვა დროს დამირეკე.







