Thursday, April 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“37 წელი ვერ ვნახე ასეთი ტიპი, სადღაც მოძველბიჭოა, მღერის და თან ჭურჭელს რეცხავს” – ირინა ტორონჯაძის და ლევან სამყურაშვილის ოჯახური ცხოვრება

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
September 28, 2020
in Lifestyle, კვირის TOP 5
0
“37 წელი ვერ ვნახე ასეთი ტიპი, სადღაც მოძველბიჭოა, მღერის და თან ჭურჭელს რეცხავს” – ირინა ტორონჯაძის და ლევან სამყურაშვილის ოჯახური ცხოვრება
332
SHARES
1.8k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ირინა ტორონჯაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებლის წინაშე ტელეწამყვანის ამპლუაში წარდგება.

ახალგაზრდა უფლებადამცველი გადაცემა „მენტალური ომების“ წამყვანი იქნება. რომელიც ეთერში რამდენიმე დღეში გავა.

ასევე იხილეთ

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი

– მე აუდიტორია მიცნობს სხვადასხვა ტელე-დებატებიდან, ერთი და იგივე თემით მიწვევდნენ ყველა არხზე, მივხვდი ეს უფლებები მხოლოდ ქალების უფლებების ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, რადგან უამრავი თემა არსებობს, რომლის ფართოდ და მასშტაბურად გაშლა შეიძლება.

ამიტომ, რუსთავი 2-ს შევთავაზე პროექტი, სადაც შევძლებდით ფართო დიაპაზონით  სხვადასხვა თემების განხილვას. როგორც წესი ჩვენი საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად, აქეთ არიან ლიბერალები, იქეთ კონსერვატორები. მარტივად რომ ვთქვათ არის მოფემინისტო სასტავი და უფრო ე.წ. „ბნელი გრუზინები.

ყველა საკითხის დაპირისპირება ხდება ორი მხარის დებატებით. მე კარგად ვიცი რაზე „ვარდებიან“ ლიბერალები და კონსერვატორები.

ჩემი ძლიერი მხარე ის არის, რომ მე თვითონ მაქვს გამოცდილება, ვყოფილვარ ოპონენტი და ვიცი რა არის „ცხელი თემა“, შესაბამისად ეს თანაკვეთა მოხდა ჩემს და „რუსთავი 2“-ს შორის.

რუსთავი 2-საც უნდა ჯანსაღი და პროგრესული იდეები გაატაროს, აღარ უნდა ჩაკეტილები ვიყოთ, მედიას აქვს ეს პასუხისმგებლობა არ ვიყოთ ფსევდო ტრადიციებში და შედგა ეს თანამშრომლობა.

გადაცემას ჰქვია „მენტალური ომები“, საზოგადოების აზრის წესია მენტალური. სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანები ერთმანეთს ეპაექრებიან და სწორედ ეს არის ომები.

ომები იმიტომ იწყება, რომ სუბიექტურ რეალობაში ვიკეტებით და გვიკვირს ესა თუ ის ადამიანი სხვანაირად როგორ ხედავს. ზუსტად ამ არგუმენტაციების წარმოდგენა მინდა ვინ როგორ ხედავს ქართულ რეალობას.

– თავად როგორ დამოკიდებულება გაქვთ რეალურად, ქართული ტრადიციების მიმართ?

– მე ქართულ ტრადიციებს პატივს ვცემ. ჩემი საჯარო გამოჩენა დაიწყო ლექსებით,  ჩემთვის სიტყვა და ენასთან ბმა არის ძლიერი. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ეროვნული და ჯანსაღი ტრადიციები. ჩემი ქორწილიც ამის მაგალითი იყო. როცა ტრადიციად ფუთავენ იმას რაც სიმახინჯეა, ამას ვებრძვი.

მაგალითად არ მომწონს ქალის სექსუალურობაზე გალაშქრება, გოგონა თუ ქალიშვილი არ გათხოვდა, შემდეგ იძულებული რომ ხდება თავი მოიკლას.

ქალი, რომელიც უარს ამბობს თავის სექსუალურობაზე, ვერცერთ სფეროში ვერ იქნება საკუთარი ინტერესების დამცველი. ვისაც როგორ უნდა ისე გათხოვდეს,. კაცისთვისაც ჩაგვრაა, მხოლოდ შემომტანი იყოს ოჯახში. რადგან ბევრ კაცს არ შეუძლია დღედაღამე გადებული იყოს, ვიღაც უნდა შეეხიდოს.

როდესაც რაღაცა დიდხანსაა დამკვიდრებული იწყება მტკიცება რომ ამის საპირისპირო არის კარგი. ეს არის ერთი გოიმობიდან მეორეში გადავარდნა. თუ არ ვარ ტრადიციული, მაშინ  ითვლება, რომ თავისუფლება არის კლუბში დივანზე სექსი მქონდეს. ლიბერალური ფასეულობა არის ოჯახის სიძლიერე, ერთგულება.

სინამდვილეში მწვანედ შეღებილი თმა, ცხვირის გახვრეტა და დივანზე სექსი გაუგებარ პარტნიორთან არ არის ლიბერალიზმი. სწორედ ამის დანახება მინდა ჩემი გადაცემით.

– თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს ახალ გამოწვევას?

– პირველი მხარდამჭერი და საყრდენი რომ უნდა გავაკეთო ჩემი გადაცემა, იყო ჩემი ქმარი. ჩემს თავზე მეტად მოსწონს ჩემი თავი. სადმე როცა შევდივართ, ეამაყება მისი ცოლი რომ ვარ. სულ ამბობს გულწრფელი და ემოციური რესპოდენტი ხარ. მეტად შეგეფერება წამყვანის ამპლუაო და როგორც სხვები მხედავენ უნდა სხვაც ისე მხედავდეს. ჩემზე მეტად სჯერა ჩემი თავის.

– რაზე კამათობთ მეუღლესთან?

– ყველაფერზე ვკამათობთ. ხანდახან შეიძლება არ იყოს საკამათო, მაგრამ ჩემში გროვდება ენერგია რომ ვიჩხუბო. როდესაც გყავს მეორე ადამიანი, რომელსაც იმდენად უყვარხარ, რომ გიქმნის იმ უსაფრთხო გარემოს, ვისთანაც შეგიძლია ეს ნეგატიური გამოხატო და მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ კომფორტია. როცა მინდა მაძლევს საშუალებას ვიკამათო და ვიჩხუბო.

მიყვარს წესების დაწესება. ერთი წელია ერთად ვართ, ახლა გვაქვს ურთიერთშეთანხმებები, მაგალითად როგორ იდოს თეფში. ლევანიც ტემპერამენტიანი ტიპია, მაგრამ უფრო დამთმობია.

მე თხის რქა ვარ , ის ქალწული და გამიმართლა.

– როგორიც წარმოგედგინათ ოჯახური ცხოვრება, ისეთი აღმოჩნდა?

– ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. 7 წელია მარტო ვცხოვრობ და კაცი რომ შემოვუშვი ოჯახში, დედაჩემსაც კი გაუკვირდა. როგორც ჩემს თავთან ვარ განმარტოებული, ისე ვარ ლევანთან ერთად. არ ვიღლები.  გაგრძელება

 

Tags: ირინა ტორონჯაძერუსთავი 2
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი
კვირის TOP 5

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

by Prime Ambebi
January 4, 2022
როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)
კვირის TOP 5

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

by Prime Ambebi
January 4, 2022
20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა
კვირის TOP 5

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

by Prime Ambebi
December 22, 2021
VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი
ვიდეო

VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი

by Prime Ambebi
March 1, 2022
“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე
Slider 2

“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე

by Prime Ambebi
January 4, 2022
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved