ერთი თვე გახდა, რაც ოთხი წლის გიორგი კოტოშაშვილი ბორჯომში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე ტრავმები მიიღო. უკვე ერთი თვეა, პატარა გიორგი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს და ჯერ გონზე არ მოსულა.
დედა „მშობლები.ge-სთან“ საუბარში ამბობს, რომ პატარა ამ დრომდე კომაშია, გონზე არ მოსულა. ტომოგრაფიას ვერ უღებენ, რადგან აპარატიდან ვერ ხსნიან.
„ოპერაციაც ესაჭიროება ბავშვს, მაგრამ სანამ ტვინი არ დაცხრება, ოპერაციას ვერ უკეთებს ნეიროქირურგი. ჯერ სულ პატარაა ამხელა განსაცდელისთვის. ისეთი თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ბავშვია, ვერ აგიხწერთ. ძალიან მტკივა გული. ვთხოვ ყველას, ილოცონ ჩემი გიორგისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს და მალე ჩაეხუტოს თავის დედიკოს“, – ამბობს ნათია.
გიორგის მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშზე:
GE36BG0000000162399890
მიმღები გელა კოტოშაშვილი, გიორგის მამა.
პირადი ნომერი: 36001050225







