Saturday, April 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე ამ დროს მავანნი სარგებლობენ და იბრძვიან დამნაშავის გასანთავისუფლებლად” – თიკა მახალდიანის დედის მკვლელი პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
November 16, 2020
in კვირის TOP 5, სკანდალი, ტოპ ნიუსი
0
“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე ამ დროს მავანნი სარგებლობენ და იბრძვიან დამნაშავის გასანთავისუფლებლად” – თიკა მახალდიანის დედის მკვლელი პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს
3k
SHARES
16.7k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

აღდგომას თიკა მახალდიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. კომენდანტის საათის დროს, საკუთარ სახლში მყოფი, მომღერლის დედა თამუნა ანთელავა, მოპირდაპირე კორპუსიდან ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გასროლმა ნასვამმა სამართალდამცავმა იოსებ გაბრიაძემ განახორციელა. თამუნა ანთელავა ადგილზე დაიღუპა.

ასევე იხილეთ

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

„აი, ძალიან რომ მიყვარსო“ – ნახეთ რომელი პოლიტიკოსის ფოტოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

სასამართლოს გაბრიაძესთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია, თუმცა ცნობილია, რომ ის ცდილობს პასუხისმგებლობას თავი ნაწილობრივ აარიდოს, რასაც თიკა მახალდიანის დეიდაშვილის ნათია კიკოლაშვილის სტატუსიც მოწმობს.

მომდევნო სასამართლო სხდომა მომღერლის დედის გარდაცვალების საქმეზე 20 ნოემბერს არის ჩანიშნული. გარდაცვლილის დისშვილმა, პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

“აი, ეხლა ყველამ კარგად მომისმინოს, ნაცნობმაც და უცნობმაც!!! 7თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, ხან ეკლესიის კართან ატუზულები, ხან სახლში ხატებზე მიპყრობილი თვალებით, ხან მის სურათებს მიშტერებულები, გაოგნებულები, განადგურებულები და ღმერთს მინდობილნი! ცრემლი ვერ შეგვიშრია და გონს ვერ მოვსულვართ, სად გაგვიფრინდა ასე ერთ წამში ჩვენი სიფრიფანა, დახატული, ჯან-ღონით სავსე გოგო! ვისი და რისი გულისთვის გავმწარდით ასე? უამრავ კითხვაზე პასუხის ძიებაში სანამ ვართ, ასე ღონემიხდილები, თურმე ამ დროს მავანნი სარგებლობენ და იბრძვიან დამნაშავის გასანთავისუფლებლად, ახალგაზრდა კაცს თურმე შვილების გაზრდაში მონაწილეობის მიღება, მათი ყურება ნდომია, გესმით?! შვილების ყურება, მოფერება, სიცოცხლით ტკბობა, გესმით?!!!

მივმართავ ყველას, ვისაც ეს საქმე ეხება თუ არ ეხება, ყველას!!! ღმერთი არავის გაუწყრეს და ისე არ შემოაბრუნოს საქმე, რომ უსამართლობის განცდა დაგვრჩეს ოჯახს!!!

მისი შვილების თვალებში ჩაიხედეთ ჯერ, დედამისს ჩახედეთ თვალებში, მის დას, მეუღლეს, ჩემამდე მოდით და მნახეთ, რას დავემსგავსე!!! კირას სურათისკენ მიპყრობილ თვალებს ჩახედეთ და მერე გამოუტანეთ იმ ნაძირალას განაჩენი!!! დეიდაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო საამისოდ, არავის არ ვუსურვებ, მტერსაც კი, მსგავსი რამ განეცადოს, რასაც ჩვენ განვიცდით! კაცობა ეყოს და თვითონვე მოითხოვოს უმაღლესი სასჯელი,  თუ შერჩენია კაცობა!!! ღმერთის გეშინოდეთ, შვილები გეზრდებათ და მათთვის თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეთ მერე!!!!”- წერს მომღერლის დეიდაშვილი და გარდაცვლილის დისშვილი.

მოახლოებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა თავად თიკა მახალდიანმაც.

“20 ში სასამართლოა… შეიძლება საბოლოოც, არ ვიცი რა მოხდება რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება არასადაოდ ცნო და ეთანხმება გამოძიებას.

დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც საჭიროა და ჩემი ოჯახის და ჩემი ოჯახის გულშემატკივარი ხალხის ( ვიცი რომ ძალიან ბევრია ) დასაკმაყოფილებლად.

დიდი იმედი მაქვს რომ სამართლიანი იქნება განაჩენი. მართალია ეს ჩვენ ტკივილს ვერანაირად ვერ შეცვლის რომელიც დღითიდღე უარესდება , მაგრამ მინდა რომ დაისაჯოს უდანაშაულო ულამაზესი დედაჩემის მკვლელი, რომელიც სახლში იჯდა და ემალებოდა კორონას, და კარანტინში , მეტიც კომენდანტის დროს, გაძღა “ვაჟკაცი” და გაისროლა აღდგომის აღსანიშნავად. ხოდა დაისაჯოს დიახ ვითხოვ და მოვითხოვ!” – დაწერა თიკა მახალდიანმა.

Tags: თიკა მახალდიანი
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

Slider 3

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

by Prime Ambebi
January 4, 2022
„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი
კვირის TOP 5

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

by Prime Ambebi
January 4, 2022
როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)
კვირის TOP 5

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

by Prime Ambebi
January 4, 2022
ვერ სუნთქავს უჩემოდ და იმანაც იცის, რომ მეც ასე ვარ – გია სურამელაშვილი სიყვარულზე 
მთავარი ამბავი

„აი, ძალიან რომ მიყვარსო“ – ნახეთ რომელი პოლიტიკოსის ფოტოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

by Prime Ambebi
December 27, 2021
20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა
კვირის TOP 5

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

by Prime Ambebi
December 22, 2021
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved