ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და სოფო შუბლაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მათი ახლობლები წერენ.
“დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ!
Nino Shubladze ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ფაქტს გამოეხმაურა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც.
“სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ახლა გავიგე. ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი, როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ ამ უდიდეს უსამართლობას 💔😢
ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით Nino Shubladzeს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველანი უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადატანაში.
RIP სოფო”













