Sunday, April 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ჩემი მეუღლე სულ გადაირია. ახლა ისევ სტუდენტი ცოლი ეყოლება” – რა სიახლეა ირმა სოხაძის ცხოვრებაში

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
March 2, 2021
in სიახლეები
0
“ჩემი მეუღლე სულ გადაირია. ახლა ისევ სტუდენტი ცოლი ეყოლება” – რა სიახლეა ირმა სოხაძის ცხოვრებაში
234
SHARES
1.3k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ირმა სოხაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ცენტრი სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების მსგავს საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს. ქალბატონი ირმაც, სტუდენტურ ცხოვრებას, სადოქტორო ხარისხის დასაცავად დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

“რაღა დროს ჩემი სწავლაა” მეგობრის დაჟინებული თხოვნით გადაიფიქრა და “პრაიმამბებს” თავის ახალ ეტაპზე უყვება.

ირმა სოხაძე: – 15 მარტს გვეწყება სწავლა და ვემზადები. იანვარში ჩავაბარე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

გადაწყვეტილების მიღება სპონტანურად მოხდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე რაღაც მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ჩემი მეგობარი, ირინა ებრალიძე, რაც თვითონ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მას შემდეგ სულ მეხვეწება, მოდი და ჩააბარე, პროფესორი იქნები და ერთად კარგ საქმეებს გავაკეთებთო. მე მეცინებოდა, რაღა დროს ჩემი სწავლაა-მეთქი.

მაგრამ პანდემიამ ხედვის რაკურსი ყველას შეგვაცვლევინა. ბევრ რამეზე დავფიქრდი. ადამიანებს სხვა თვალით შევხედე, ყოველი წუთი დავაფასე. ამაოზე ფიქრში დროც არ უნდა დაკარგო. იმდენად წუთიერია ეს ცხოვრება, რომ გაცილებით მნიშვნელოვან მიზნებს უნდა მოახმარო ის. ჩვენს ამ ქყვენად მოვლინებას გაცილებით მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს.

მოკლედ, მივხვდი, რომ მნიშვნელოვან რამეზე უნდა ვკონცენტრირდე. ან რა უნდა გამეკეთებინა? დისკის ჩაწერა მინდა, სტუდიაში ვერ შევდივარ. კონცერტის გაკეთება მინდა, დარბაზი და მაყურებელი არ არის. ონლაინ სისულელები ჩავწერე, დავდე, მაგრამ ეს მე არ გამომდის. ვერ ვხვდები ასეთი კონცერტის რელევანტურობას (მოდაშია ეს სიტყვა). მივხვდი, რომ სწავლაზე კარგს,  ეს მომდევნო ორი წელი, რომელიც ნახავრად გახსნილ და ჩაკეტილ ფორმატში უნდა ვიცხოვროთ, ვერაფერს მოვიმოქმედებ.

რაც მთავარია, მაქვს კონკრეტული მიზანი – მონო ოპერა უნდა დავწერო, სადოქტორო ნამუშევრად. ეს იქნება პირველი ქართული მონო ოპერა, სრულიად ახალი სინთეზური ჟანრი, საესტრადო, კლასიკური ფორმით. მაინტერესებს, რა გამოვა აქედან. ჩემს თავს ვუწერ, მე უნდა შევასრულო. თუმცა ნებისმიერ საესტრადო მომღერალს, თუ მისი ფორმა დააინტერესებს, შეუძლია შეასრულოს.

ოთხი წელია სწავლა დოქტურანტურაზე. ალბათ, ამდენი არ დამჭირდება, იმედია, სამ წელიწადში დავწერ.  ერთი ადამიანის თეატრი ძალიან საინტერესოა. თან ახლა ისეთი დროა, ორკესტთან და ხალხთან შემოქმედებითი მუშაობა, ცოტა ხანი უნდა დავივიწყოთ.

საკუთარ თავთან მუშაობა მოსაწყენი არასდროს არ არის.

ჩემი შვილები გაგიჟდნენ, სტუდენტი დედა ჰყავთ, მეუღლე სულ გადაირია, თვალებს არ უჯერებს. სადღა ახსოვდა, დავიწყებული ჰყავდა და ახლა ისევ სტუდენტი ცოლი ეყოლება. აი, ასე გადავერთე და კმაყოფილი ვარ ამ გამოწვევით.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved