ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ საზოგადოებას რჩევებს ხშირად უზიარებს. იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურიცაა.
ამჯერად ქეთი გამომწერებს სასარგებლო ვარჯიშებს უზიარებს.
„ჯანმრთელი ზურგი – თუ წელის ტკივილი გაწუხებთ ან სამსახურში უმოძრაოდ სხედხართ, ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ, იგრძნოთ თავი უკეთესად! მოძრაობები worldclassgeorgia-ს სერტიფიცირებული მწვრთნელის მიერ არის შერჩეული, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ გაიმეოროთ“ – წერს ტანმოვარჯიშე.
ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
View this post on Instagram












