მილანში ქურდების 4-კაციანი ბანდა დააკავეს. აღნიშნულ ჯგუფს საზოგადოებაში “აკრობატი ქურდები“ შეარქვეს. ისინი აკვირდებოდნენ ქალაქში მცხოვრები ცნობილი ადამიანების გადაადგილებას “ინსტაგრამის პოსტების” საშუალებით და სავარაუდოდ, სწორედ ამის დახმარებით ძარცვავდნენ მათ სახლებს – სახლში მაშინ შედიოდნენ, როცა იცოდნენ, რომ იქ არავინ იყო.
როგორც “გარდიანი” წერს, მილანის ინტერის ფეხბურთელი, აშრაფ ჰაკიმი, ტელეწამყვანი დილეტა ლეოტა და ინფლუენსერი ელეონორა ინკარნოა ამ მძარცველების მსხვერპლებს შორის არიან. წევრები სამიზნეების დასაზვერად სახლის აღწერილობის გასაგებად, ფანჯრებისა და კარის ტიპის დადგენისთვის “ინსტაგრამს” იყენებდნენ. ისინი 17-დან 40 წლამდე მამაკაცები არიან, რომლებიც იმით გამოირჩევიან, რომ ძარცვისას ელეგანტურად იცვამდნენ.
პოლიციელებიც თქმით, ქურდობათა სერია დაიწყო გასული წლის ივნისში. მაშინ ტელეწამყვან ლეოტას 150 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს – სამკაულები, ძვირფასი ჩანთები, Rolex-ის საათები. აღნიშნული ჯგუფი არის დაკავშირებული ფეხბურთელ აშრაფ ჰაკიმის სახლის ძარცვასთანაც. ფეხბურთელს ნოემბერში საათების კოლექცია მოპარეს.













