ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის გაცნობიდან 19 წელი გავიდა. ეს თარიღი თაყვანისმცემლებს მაქსიმ გალკინმა შეახსენა. პრიმადონას ქმარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე, მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით: 19 წელი ერთად.

ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ერთმანეთი 2001 წელს “სლავიანსკი ბაზარზე” გაიცნეს. პრიმადონა მაშინ ფილიპ კირკოროვთან ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახი მალე დაანგრია და 2005 წელს მაქსიმ გალკინზე იქორწინა.









