ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეილო და ალექს როდრიგესი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ქორწილის გადახდა რამდენჯერმე გადადო, საბოლოოდ კი, ჯეილო მიხვდა რომ დაქორწინება არ უნდოდა და ბეისბოლისტს დაშორდა.
დაშორებამდე, მათ არაერთხელ სცადეს ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ამაოდ.
განშორების მიზეზად ღალატი სახელდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა მედისონ ლეკროის კომენტარი, რომელიც მან Page Six-ს მისცა.



როგორც ჩანს, აღნიშნულმა ინფორმაციამ და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ფოტოებმა არამარტო ჩვენ, არამდე ალექს როდრიგესიც გაოცებული დატოვა. ინსაიდერის განცხადებით, ის გულგატეხილი და შოკირებულია. თუკი მას ლოპესთან შერიგების იმედი ჰქონდა, ახლა ეს იმედიც გაუქრა.
„მას ვერ წარმოუდგენია, რომ მათი დაშორებიდან სულ ცოტა ხანში ლოპესმა მისი შემცვლელი იპოვა, თანაც ვინ, ადამიანი, რომელმაც ის ფაქტობრივად საკურთხეველთან მიატოვა“, – ამბობს ინსაიდერი.






