რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა.
კვიტაშვილმა მეუღლის გარდაცვალების მიზეზებზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, მისმა მეუღლემ, გეგმიური ლაპარასკოპიული ოპერაცია გაიკეთა.
კერძოდ, ნაღვლის ბუშტში ჰქონდა კენჭი და ის უნდა ამოეღოთ, თუმცა 40 წუთიანი ოპერაციის მიმდინარეობისას მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ კვიტაშვილის მეუღლეს კიდევ სამი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ვერ გადაარჩინეს.







