Tuesday, April 21, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ამაღამ თბილისიდან ვიპარები” – სად მიიპარება იუბილარი პეტრე კოლხი

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
January 26, 2021
in სიახლეები
0
“ამაღამ თბილისიდან ვიპარები” – სად მიიპარება იუბილარი პეტრე კოლხი
336
SHARES
1.9k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

27 იანვარს დეკანოზი პეტრე კოლხი 40 წლის ხდება. როგორც ჩვენთან საუბარში აღიარა, ამაღამ თბილისს ტოვებს და ერთაწმინდაში იპარება. გაპარვას ხსნის იმით, რომ არსებულ სიტუაციაში მრევლი არ შეაწუხოს.

საცხოვრებლად კასპში, ერთაწმინდაში გადადის. ტაძრის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა შესაძლოა ამის დროც დაუდგეს. როგორც ამბობს, ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ არის და ამაზე ბოლო ორი წელია ფიქრობს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ოჯახი თან არ მიჰყავს. ბევრი უნდა ილოცოს, წეროს, ქაოსს განერიდოს, ქართლის ხეობით და ერთაწმინდის მადლიანი მიწის აურით იკვებოს და ბერობაზე დაფიქრდეს.

ხვალ კი იუბილარია და ამაღამვე განმარტოვდება. შინაგანი ბრძოლები სიახლისკენ უბიძგებს.

“პრაიმამბებს” კი ამ დღეზე ესაუბრება.

პეტრე კოლხი: – 40 წელი გარდამტეხი ასაკია. საუკეთესო სიახლეები, საუკეთესო ადამიანებთან ერთად, წინ მელოდება. ცხოვრების ამ ეტაპზე მომინდა, რომ გავრიდებოდი ქალაქს. ამით მსურს მეტი ადგილი დავიმკვიდრო საზოგადოებაშიც და მეტად აქტუალური იყოს ჩემი ცხოვრება.

ეს ის ასაკია, რაზეც სერიოზულად უნდა დაფიქრდე ცხოვრებაში და ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგა. მანამდე, სუბიექტურად თუ ობიექტურად, შეცდომების დაშვების მეტი უფლება გვქონდა. 40 წლის მერე დაშვებული პრიმიტიული შეცდომა, შეცდომა აღარ არის და ეს უკვე ცხოვრების წესია.

საზოგადოების დიდ ნაწილს, ვისაც ჩემი სჯერა, უნდა დავეხმარო სულიერად, ფსიქოლოგიურად, მორალურად და ვაკეთო ბევრი სიკეთე.

40 წელიწადი ამ ყველაფრის შეჯამება და ერთობლიობაა. მით უმეტეს უკვე შვილიშვილიც მყავს. ეს სტატუსი კი იმას მახსენებს, რომ ცხოვრება მართლაც წამია.

27 იანვარს დაბადებულს სულ მგონია, რომ წმინდა ნინო დედაჩემია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურ ოჯახში არ ვიზრდებოდი, ეს ჩანერგილი მქონდა. მე მსგავსი სულიერი და ეკლესიური ადამიანები ცხოვრებაში იშვიათად თუ შემხვედრია, როგორებიც იყვნენ ჩემი მშობლები.

ამჯერად ჩემი სიახლე არის ის, რომ ამაღამ თბილისიდან ვიპარები. ერთაწმინდაში გადავდივარ. იქ იქნება ჩემი სულიერების კერა და არა საცხოვრებელი ფართი, რომ ოჯახით გადავიდე.

მადლობა ჩემს უახლოეს მეგობარს, პაპუნა გულაშვილს, რომელმაც ჩემი იქ გადასვლის საკითხი მოაგვარა ბიძამისთან, გაგა გულაშვილთან და მამასთან, მალხაზ გულაშვილთან ერთად.

მათ მედიაჰოლდინგთან მე ვთანამშრომლობ. “ჯორჯიან თაიმსის” რადიოში კვირაში ორი გადაცემა მიმყავს. მალე ტელევიზიაც ექნებათ და იქაც მექნება გადაცემა. მინდა სატელევიზიო გადაცემა ერთაწმინდიდან წავიყვანო. მექნება პოეზიის საღამოები…

საინტერესო ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში და უინტერესო, უინტელექტო, არაფრისმომცემ, ინტრიგან ადამიანებთან უნდა გავწყვიტო კავშირი და მხოლოდ მათთვის დავიხარჯო, ვისაც მართლა სჭირდება ჩემი ენერგეტიკული ველი.

– და რატომ არქმევთ ამ წასვლას გაპარვას?

– მამა პეტრეს იცნობენ და მე არ მინდა, რომ გამოსამშვიდობებლად ბევრი ხალხი მოვიდეს სახლში. ჯერ პანდემიიდან გამომდინარე, თან არც განწყობა მაქვს, ხალხიც მძიმე სოციალურ ფონშია. ჭაღებს ვერ ავანთებ მაშინ, როდესაც გვერდით მეზობელს შეიძლება ჭრაქის ფულიც არ ჰქონდეს. ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთაწმინდაში არავინ მომადგება-მეთქი. თუმცა იქ ძალიან პატარა ფართი მაქვს, შორს არის, კომენდანტის საათია… ამიტომ ყველას შორიდან მოვესიყვარულე და დავწერე პოსტი, რომ ხვალ ვემიჯნები სოციალურ ქსელს და წერილებს ვერ ვუპასუხებ-მეთქი…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved