ბიონსეს ბიძაშვილი მარტელ დერუენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სასიკვდილო ჭრილობები მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა სან ანტონინოში მოხდა და ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
რეპერი რამდენიმე დღის მანძილზე არ გადიოდა კონტაქტზე ნათესავებთან და ახლობლებთან. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს პოლიციის გამოძახება და ბინაში შესვლა, სადაც მძიმე სურათი დახვდათ.

მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად 21 წლის გოგონა სახელდება, რომლის პროდუსერიც სწორედ მარტელი გახლდათ, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ახლობლების თქმით, ის ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებულებს და გავლენიანი ნათესავების სახელს არასდროს იყენებდა.














