დღეს, უკვე არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების საკუთარი ხაზი – ამის მაგალითად, საკმარისია გავიხსენოთ რიანას Fenty Beauty.
როგორც აღმოჩნდა, მალე ქართულ ბაზარზეც გაჩნდება დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ბრენდი და რაც უფრო საინტერესოა, ამ ყველაფრის უკან ანუკი არეშიძე დგას. დიზაინერმა ინსტაგრამზე – ANOUKIBEAUTY დააანონსა.

ბრენდთან დაკავშირებული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ანუკი არეშიძე ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც კარგად იცის თანამედროვე ტენდენციები და ასევე კარგად იცის, რა ფორმით მიიტანოს ეს სიახლე თანამედროვე მომხმარებლამდე.






