თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია და მის გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს, თუმცა პირდაპირი ჩართვებით ნაკლებად ანებივრებს.
შესაბამისად, გუშინ მის ინსტაგრამ გვერდზე ლაივ ჩართვას უამრავმა ადამიანმა უყურა, თუმცა გამომწერებს ლაივში ანუკას ნაცვლად მისი ვაჟები ლევანიკო და კახი დახვდათ.
როგორც გაირკვა ლევან კალაძემ დედის ტელეფონი ჩუმად აიღო, ლაივში ჩაერთო და არცერთ კითხვას არ უპასუხა. გამომწერები მის მიმართ დადებით კომენტარებს არ იშურებდნენ, თუმცა ლევანიკოს ყველა თხოვდა ვაჩე კალაძე გამოეჩინა.
ანუკა არეშიძე შვილებს გაჯეტებისთვის დროს იშვიათად აძლევს და ძირითადად ისინი სხვადასხვა აქტივობებით ჰყავს დაკავებული.






