ანიტა ფაცაცია ყველას გახსოვთ, გოგონა, რომელმაც სხვისი გულით ცხოვრება არ ისურვა და თავისი გულით გაფრინდა.
წლისთავზე გოგონას ბებიამ ლექსების კრებული გამოსცა. კრებულში ის ლექსებია, რომელიც თამუნა გლურჯიძემ ანიტას გარდაცვალების შედეგ დაწერა… თამუნა სოციალურ ქსელში ასეთ რამეს წერს.
თამუნა გლურჯიძე: – არ ვიცი, როგორი ბებია ვიყავი, მაგრამ ანიტას გამო, გათენება და დაღამება მიხაროდა.
არც ის ვიცი, რამდენ შვილიშვილს მოვესწრები, ერთი კი ზუსტად ვიცი – ყველა უზომოდ, სიცოცხლეზე მეტად მეყვარება, მაგრამ ანიტას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირება. ის ჩემი სულის, გულის, გონების, ყოველი წამის, წუთის, ცხოვრების განმგებელი და დედოფალია…






