73 წლის არნოლ შვარცნეგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა და მისი თქმით, თავს უკვე ფანტასტიკურად გრძნობს.
შვარცნეგერის თქმით, მან აორტის სარქვლის გამოცვლის ოპერაცია გაიკეთა.
“მადლობას ვუხდი კლივლენდის კლინიკის გუნდს. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, უკვე დავდივარ კლივლენდის ქუჩებში და თქვენი გასაოცარი ქანდაკებებით მოხიბლული ვარ”. – წერს შვარცნეგერი.







