Friday, May 8, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ჩემი აზრით, ნამდვილი სასწაულია! ცრემლიც მომერია და გულიც ამიჩქარდა” – რამ ააღელვა ნიკოლოზ რაჭველი

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
March 13, 2021
in სიახლეები
0
“ჩემი აზრით, ნამდვილი სასწაულია! ცრემლიც მომერია და გულიც ამიჩქარდა” – რამ ააღელვა ნიკოლოზ რაჭველი
179
SHARES
997
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

როგორც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, დაემთხვა და ამ მომენტისთვის ინოლა გურგულიას სიმღერების ახლებურ ვერსიებს სხვადასხვა შემსრულბელები თუ მუსიკოსები წერენ. მართლა საოცარია, ერთდროულად ასე სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებს როგორ მოუნდათ, რომ ამ განსხვავებული სტილის მქონე ავტორ-შემსრულებლის შემოქმედება გაეცოცხლებინათ.

აი, რას წერს რაჭველი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ნიკოლოზ რაჭველი: – ახლახანს დავბრუნდი სტუდიიდან, სადაც ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან ერთად ვწერთ ინოლა გურგულიას მუსიკის ალბომს ჩემი ვერსიებითა და გაორკესტრებით. დღეს რამდენიმე ეპიზოდში სოლო ჩაგვიწერა ბექა გოჩიაშვილმა, მერე გიორგი ცაგარელმა (რომლის ინიციატივით დავიწყეთ ინოლას პროექტი) ჩაწერა თავისი პარტია მორიგ კომპოზიციაში. სიმფონიური ნაწილი უკვე ჩავწერეთ “ლენო რეკორდსში”, ახლა ვოკალის და სოლო ინსტრუმენტების დადების პროცესი მიმდინარეობს.
შინ დაბრუნებულმა და დაღლილმა ჯერ ალბომის დემო-მასალა კიდევ ერთხელ მოვისმინე, რამდენჯერმე ცრემლიც მომერია და გულიც ამიჩქარდა, მერე კი ცოტა დავმშვიდდი და ფეისბუქის სქროლვა დავიწყე.

წავაწყდი უძვირფასესი სოფო ბათილაშვილის და პაპუნა შარიქაძის ვიდეოს, სადაც ინოლას “ადამიანზე” მუშაობენ. სოფო და პაპუნაც პარალელურად ინოლას პროექტს ამზადებენ, რამდენიმე დღის წინ კი გავიგე, რომ არაჩვეულებრივი ანსამბლი “ჯორჯიან სიქსი” ინოლას მუსიკის თავიანთი არანჟირებების ალბომს წერენ და ამ წამს მიშო სულუხიას გაზიარებული კიდევ ერთი ვიდეოც ვნახე, სადაც ტანგოს ელემენტებით სიმებიან კვარტეტთან ერთად ინოლას “უშენოდ”-ს რეპეტიციობენ. მიშოსგან უკვე ვიცოდი, რომ ინოლას სიმღერების თავის ვერსიებს შემოგვთავაზებს ძალიან მალე…

ჰოდა, აი, ეს არის სულის უკვდავება!!!
ინოლამ 40 წელზე მეტია, რაც დატოვა ჩვენი სამყარო, მაგრამ გაცილებით უფრო ცოცხალია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან მისი სადა, სიყვარულით და სიკეთით სავსე, უმაღლესი გემოვნების და ღრმა შინაარსის სიტყვები და მელოდიები კიდევ უფრო ორგანული და ძვირფასია დღეს ჩემი და შემდეგი თაობების მუსიკოსთათვის და მსმენელთათვის, ვიდრე, ალბათ, იყო მაშინ, როცა ქმნიდა და საოცრად ასრულებდა.

May be a black-and-white image of 1 ადამიანი და გიტარა

მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, რომ მის საყვარელ თბილისში, ერთდროულად, ამდენი ნიჭიერი და პროფესიონალი ხელოვანი ინოლას შემოქმედებითი მემკვიდრეობის უკვდავყოფაში ასეთი სიყვარულით მონაწილეობს და თან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად, ჩემი აზრით, არის ნამდვილი სასწაული!
მარადიული ხსოვნა საოცარ ინოლა გურგულიას!
დაე, 100 წლის შემდეგაც ხდებოდეს ის, რაც ახლა მისი მუსიკის ირგვლივ მიმდინარეობს!

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

October 15, 2021
რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

January 6, 2022
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved