ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება. როგორც ის წერს, მისმა 71 წლის მამამ კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა, არსებული ვითარება მისთვის დამთრგნველია.
„შემოვედი, რომ სიხარულით დამეწერა: ჩემმა 71 წლის ორჯერ აცრილმა მამამ კოვიდი მშვიდობით გადააგორა, აგერ მეორე დღეა სიცხეები აღარ აქვს-თქო… და ისეთი ამბები დამიხვდა, რომ აღარ ვიცი უფრო მიხარია, რომ მამაჩემი გამოძვრა და ამ საშინელი სტატისტიკის ნაწილი არაა, თუ უფრო მეტირება, რომ ვიღაცეებს დღეს დედაც და მამაც წაართვა კოვიდმა… ა ი ც ე რ ი, თ გთხოვთ!“, – წერს გოცირიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:











