დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი; სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.






