სამეფო ოჯახში სკანდალები არ სრულდება. კეიტ მიდლტონის ბიძამ ჰარი გოლდსმიტმა, პრინც ჰარის და მეგან მარკლის საძაგელი მარიონეტები უწოდა და მოუწოდა შეწყვიტონ, ისეთი ქმედებები, რასაც ყურადღების მიპყრობის მიზნით აკეთებენ.
“ქვეყნად ამდენი პრობლემაა და ეს ორი საძაგელი მარიონეტი ცდილობს ყურადღება მიიპყროს. გთხოვთ გაჩუმდეთ, შეწყვიტეთ საუბარი და მითუფრო რაღაცეების მოთხოვნა. შევწუხდით თქვენი ნოტაციების კითხვით. ჩვენ სიცოცხლის და ეკონომიკის გადარჩენაზე ვფიქრობთ. დადუმდით!” – დაწერა კეიტ მიდლტონის ბიძამ სოციალურ ქსელში.
კეიტ მიდლტონის 55 წლის ბიძა, უცხოელი ჟურნალისტების ვარაუდით, იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ მათ დიდ ბრიტანეთს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდეს.






