Monday, April 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“დედას სიმღერებს ერთი მიზეზით არ ვუსმენ…” – ნინო ქათამაძის ვაჟის ინტერვიუ

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
March 16, 2021
in სიახლეები
0
“დედას სიმღერებს ერთი მიზეზით არ ვუსმენ…” – ნინო ქათამაძის ვაჟის ინტერვიუ
345
SHARES
1.9k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “პროექციაში” ნინო ქათამაძისა და ექიმ დავით ლოლაძის ვაჟის, ნიკოლოზ ლოლაძის ინტერვიუ გავიდა.

12 წლის ნიკოლოზმა ისაუბრა განათლებაზე, მშობლებზე, ფიქრებზე, რელაქსზე… როგორც ის ამბობს, დედას სიმღერებს მხოლოდ მის კონცერტზე უსმენს. თუ რატომ, ამაზე ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ნიკოლოზ ლოლაძე: – ონლაინ სწავლების პირველი რადენიმე თვე, ქაოსური იყო, მერე დალაგდა. მაგრამ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის  ურთიერთობა დაკარგულია. რას გაიგებს მასწავლებელი რას აკეთებ, როცა გამორთული გაქვს კამერა. მაგრამ გავუძელით ამას.

სკოლაში ცოდნის ფუნდამენტს იღებს, ეჩვევი შრომას, რომელიც მერე უნივერსიტეტშიც გამოგადგება და სამსახურშიც.

წარმატება ჩემთვის იმ დონის მიღწევაა, საკუთარი თავით რომ კმაყოფილი ხარ.

ხშირად მიფიქრია რისი კეთება მინდა, რა მინდა. აზრი ბევრჯერ შევიცვალე, რადიკალურადაც. რაც იზრდები და პასუხისმგებლობა გემატება და მეტ შრომას დებ განათლებაში, ხვდები, რა, როგორ გინდა. ამ ეტაპზე მიზნად დავისახე, რომ კმაყოფილი არ ვიყო საკუთარი თავით და მუდმივად ვიზრუნო განვითარებაზე.

მიყვარს საგნები – ისტორია, ქიმია, ბიოლოგია. ვფიქრობ ის საგნები, რაც სკოლაში ისწავლება, ყველა საჭირო არ არის სამომალოდ. თუმცა საინტერესოა, ვაღიარებ.

ერთმა მსახიობმა თქვა და გავიმეორებ, თავისუფლება არის, როდესაც საქმე გააკეთე, მოდიხარ სახლში, ჯდები დივანზე და ისვენებ. თავისუფლება არ არის, რაც გინდა გააკეთე და არ დაემორჩილო კანონს. თავისუფლება არის – აზრის, არჩევანის, ქმედების თავისუფლება…

დედას მე არ ვუყურებ, როგორც დიდ მომღერალ ნინო ქათამაძეს. მე ნინო ქათამაძის შვილი ვარ და პატივი მეცით – ეს ჩემგან არასდროს ყოფილა. პატარა რომ ვიყავი ამით ვმარიაჟობდი. მერე გავაანალიზე, რომ როცა დამოუკიდებელი ადამიანი გახდები, აღარავის არ ემახსოვრები იმით, რომ  ნინო ქათამაძის შვილი ხარ, რადგან იქნები მარტო და სანამ შენ სახელს არ მოიხვეჭ, არავის ეცოდინები.

ნინოს შვილობას ნეგატივი ის ჰქონდა, რომ თუ ვინმეს არ მოვწონდი, მაგრამ გაიგებდა, ვისი შვილი ვარ და იცვლიდა ჩემდამი დამოკიდებულებას. მე ასეთ ბავშვებთან მეგობრობა შევწყვიტე. მე მყავს ისეთი მეგობრები, ვისაც არ აინტერესებს, ვისი შვილი ვარ, უბრალოდ მემეგობრება.

მშობლებთან ვმეგობრობ ყოველთვის. რჩევებს მაძლევენ და ამ რჩევებს კარგად ვიღებ. დედის სახელი რომ გავწიოთ ან მამის, დღის ბოლოს, ისინი, ჩემი მეგობრები არიან, ვისაც ყოველთვის სურს ჩემი დახმარება, რადგან უნდათ, რომ მე უკეთესი ვიყო. ადამიანები გვიყვარს მიზეზების და პირობების გარეშე.

როცა ვხატავ, ვუსმენ ჰიპ-ჰოპს. ხანდახან ხატვისას უაზრო აზრები მომდის, მაგალითად, კვერცხი მიკროტალღურ ღუმელში სკდება, მაგრამ კარაქს რა მოუვა? ეს უაზრო აზრები რომ არ იყოს, სულ დათრგუნული ვიქნებოდით და ვიფიქრებდით – ერთ დღეს ყველა მოვკვდებით და რა გავაკეთოთ?უემოციო გოთები ვიქნებოდით.

დედას მუსიკას კონცერტებზე ვუსმენ, ისე – არა. მის სიმღერებს ერთი მიზეზით არ ვუსმენ, მე მინდა მის მუსიკაში გაუკვალავად შევიდე. არ შევამჩნიო ისეთი რამ, რაც წინა სიმღერებში აქვს გამოყენებული.

მიყვარს საკუთარ თავთან საუბარი. სიჩუმე და სიმარტოვე მიყვარს. ვარ სენსიტიური და ემოციური.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved