დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპე საზაფხულო-საშემოდგომა არდადეგებიდან ბრიტანეთის სამეფოში დაბრუნდნენ. რამდენიმე დღეში მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღი დგება. 20 ნოემბერს ისინი ქორწინების 73 წელს აღნიშნავენ.
The Sun-ის ცნობით, მათ ძალიან სურდათ ეს თარიღი ერთად გაეტარებინათ.
დასვენება ვის არ უყვარს, მაგრამ მათ გარემოცვაში გამოჩნდნენ ისეთი პერსონები, ვინც არდადეგებით უკმაყოფილოა და ესენი მათი მომსახურე პერსონალია.

ისინი აჯანყდნენ იმის გამო, რომ არდადეგების გარდა შვიდდღიანი კარანტინის გავლა მოუწიათ, ამავე დროს სამი კვირის მანძილზე მათ ეკრძალებათ სასახლიდან გასვლა და ახლობლების მონახულება.
კარანტინში დარჩენის და სამუშაო პირობების გამკაცრების გამო, დედოფალს და მის მეუღლეს 20-მდე თანამშრომელი დამლაგებლები, მრეცხავები და სხვა პერსონალი აუჯანყდა.

ისინი ამ პირობებზე უარს ამბობენ, რადგან არ სურთ შობა ოჯახის წევრებისგან მოშორებით გაატარონ.
დედოფალი ამის გამო განრიხსებულია, რადგან მსგავსი პრეცედენტი მას არ ახსოვს. ამჯერად პერსონალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – აცხადებს ინსაიდერი.






