Saturday, April 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“დიახაც, ჯანმრთელი ვარ! კიდევ, ასაკის მატება რომ არ უხარიათ, ეს “სვეტსკაობა” არ მესმის” – რამდენი წლის გახდა ეკა კვალიაშვილი

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
March 26, 2021
in სიახლეები
0
“დიახაც, ჯანმრთელი ვარ! კიდევ, ასაკის მატება რომ არ უხარიათ, ეს “სვეტსკაობა” არ მესმის” – რამდენი წლის გახდა ეკა კვალიაშვილი
172
SHARES
955
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ეკა კვალიაშვილი იუბილარია. მომღერალი 56 წლის გახდა.  ამბობს, რომ უამრავი მილოცვა მიიღო და უზომოდ ბედნიერია.

ეკა კვალიაშვილი: – ასაკის მატებას სიბერედ საერთოდ არ აღვიქვამ. ეს არის გამოცდილების მატება. ასაკი უნდა მოგვემატოს, უნდა დავბერდეთ და ვიბედნიეროთ. ასაკის მატება რომ არ უხარიათ, ეს “სვეტსკაობა” არ მესმის და რა გავაკეთო?

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

შინაგანი განწყობით ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც 25 წლის შესრულებისას ვგრძნობდი. ეტყობა, ეს გარდატეხის ასაკია, როდესაც “დიდურ” ცხოვრებაში შევდივართ და დიდხანს გაგვყვება ამ ასაკის განწყობა.

“პრაიმამბებთან” ჰყვება, რომ არატრადიციული ფსიქოლოგიითაა გატაცებული და რეალობას წარმოსახვით იქმნის. ამით კი თავს ბედნიერად გრძნობს.

ეკა: – რასაც გაეხსნები, ის შემოვა შენს ცხოვრებაში. სიბერეზე იფიქრებ, მოვა, ჯანმრთელობას მოუხმობ – ასეც იქნები. ადამიანი თუ დაჯღანულია და სულ ცუდზე ფიქრობს, აუცილებლად ის ცუდი ექნება ცხოვრებაში. რაზეც ვფიქრობთ კონცენტრირებულად, ის მოგვეცემა.

ბოლო დროს კარგ ცხოვრებაზე და ნათელ მომავალზე ვფიქრობ.უკვე იქ ვგრძნობ კიდეც თავს. თითქოს უკვე ასრულებულია და იქ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ასეც იქნება.

ადამიანი კარგი განწყობის გენერატორი უნდა იყოს. პოზიტივზე უნდა იყოს მომართული.

უნდა იყო მადლიერი. ვიღაც იტყვის, რა მადლიერი უნდა ვიყო, სამუშაო და ფული არ მაქვსო. მეც მიჭირს. საკუთარი სახლი არ მაქვს, ვცხოვრობ დაქირავებულ, მოცუცქნულ ბინაში, რადგან ბევრს ვერ ვიხდი. რაც შეეხება ჯანმრთელობას – დიახაც, ჯანმრთელი ვარ! ყველას რაღაც აწუხებს. წუწუნით, რა, გამოჯანმრთელდები? თუ იტყვი, რომ კარგად ხარ, უფრო გამოჯანმრთელდები. მე მადლიერი ვარ. აი, ასე ვცხოვრობ და ამიტომ ვარ ბედნიერი.

ჩვენს რეალობას ჩვენი წარმოსახვა ქმნის. მე არატრადიციული ფსიქოლოგია კარგად ვიცი. რასაც ვლაპარაკობ, იმაში დარწმუნებული ვარ.

არსებობს დროის ხაზები. ადამიანს შეუძლია კონკრეტული დროის ხაზში წარმოიდგინოს თავი. წარმოსახვა არის აბსოლუტურად მატერიალური. ჩემთვის ლამაზ ბუნებაში ყოფნის წარმოდგენა ძალიან სასიამოვნოა.  მე ამ დროის ხაზებში ვცხოვრობ. სხვადასხვა სიტუაციას წარმოვიდგენ. იქ ყველაფერი კარგად არის, ეს ჯანდაბა გავლილია. ყველაფერი დალაგებულია და კარგად ვართ.

ერთ მაგალითს მოვიყვან.

კაცი ჩადის მეტროში და მიჩაქჩაქებს. დილაა. ვაგონში ჭყლეტვა. ეს კაცი ფიქრობს: – ფუ, რა სუნი ასდის ამ ხალხს. რა ცუდი ცხოვრება მაქვს. საშინელი ცოლის გვერდით ვიღვიძებ. სამსახურში საზიზღარი უფროსი მყავს, არ მსიამოვნებს მისვლა. რა დაბალი ხელფასი მაქვს…

ამ კაცს უკან უდგას მფარველი და აღმასრულებელი ანგელოზი. დგას და ამ კაცის ფიქრებს იწერს. ეს კაცი მეტროს გაჩერებაზე ჩადის. ანგელოზი გაკვირვებულია: ეს ყველაფერი ხომ აქვს და ვერ გავიგე, კიდევ ინატრაო? და ისევ იგივე რამ გამოუგზავნა.

აი, ასეა და ჩვენ მერე ვწუწუნებთ, აუ, ერთი და იგივე ცუდი რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაშიო? იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ ერთსა და იმავე ნეგატიურზე…

– ეკა, მონატრებული მსმენელისთვის სად იმღერებდით?

– დავდგებოდი დიიიდ მინდორზე დამონტაჟებულ სცენაზე, სულ უფასოდ გავავსებდი იქაურობას და ჩემი ქართველებისთვის ვიმღერებდი. ოღონდ მართლა გეუბნებით. ასეთი შინაგანი განწყობა მაქვს. დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი “კარნეგი ჰოლში”. ასევე ჩვენს “ბლექსიარენაზე”, ორკესტრთან ერთად დიდ ცოცხალ კონცერტს ჩავატარებდი…

 

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved