მოდელი ელიოზა ფონტეზი, რომლის პორტფოლიოში Elle-ს, Glamour-ს და Grazia-ს ყდებია და რომელიც “dolce & Gabbana-თან თანამშრომლობდა, ერთწლიანი გაუჩინარების შემდეგ ბრაზილიის ღარიბულ უბანში იპოვეს.
როგორც Mirror წერს, გოგონა რიო-დეჟანეიროს გარეუბანში მარტო დახეტიალობდა და თან ჰქონდა ზურგჩანთა, მისი მეგობრების თქმით, ელიოზა ფონტეზი ამ ზურგჩანთას სულ დაატარებს, რადგან მისი ცხოვრების ყველა ისტორიას, სწორედ იქ ინახავს.

26 წლის მოდელი ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას გაივლის.
ის ერთი წლის წინ, ნიუ-იორკში საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. ახლობლების თქმით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რომელიც ქმართან დაშორების შემდეგ დაეწყო.
ელიოზა ფონტეზი ადრეც დაიკარგა, მაშინ ის მანჰეტენიდან გაუჩინარდა და სხვა ქალაქში იპოვეს.








