ცნობილი რეპერის Dr. Dre-ის ყოფილი ცოლი, ნიკოლ იანგი აქტიურად ცდილობს მისი ქონებაზე მოიპოვოს ძალაუფლება, რომელიც რეპერმა iPhone-თან ერთად შექმნილი ყურსასმენების Beats-ის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა და 55 წლის ასაკში მხოლოდ ამ პროექტისგან 750 მილიონი დოლარი იშოვა.
ნიკოლ იანგს და Dr. Dre-ს 24 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ, მათ საქორწინო კონტრაქტიც ჰქონდათ დადებული, რომელიც ნიკოლ იანგის თქმით, Dr. Dre-ს მოზღვავებული ემოციების გამო დაირღვა.
თავად რეპერი კი ამბობს, რომ კონტრაქტი ნამდვილად არსებობს, ახლა მის ავთენტურობას ლოს-ანჯელესის სასამართლო ადგენს.
სასამართლო პროცესზე რეპერის ყოფილმა ცოლმა, ყოფილი ქმრის სამი ყოფილი საყვარელი ქალი გამოიძახა. ესენი არიან ნაკლებად ცნობილი მომღერალი ჯილიან სპერი, მეწარმე კილი ანდეროსონი და კრისტალ სიერა.
აღსანიშნავია, რომ გოგონებმა ერთი ადვოკატი დაიქირავეს.






