პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი დღეს იუბილარია. ლევანი 38 წლის გახდა. როგორც ჩვენთან საუბარში გამოტყდა, ასაკის მატების ეშინია.
ლევან რატიანი: – ჩემი დაბადების დღე ერთადერთი დღეა, რომელიც ბავშვობიდან არ მიყვარს. ძალიან არ მინდა სიბერე. მეშინია, აბა, რაა…
– გამორჩეული დაბადების დღე გაიხსენეთ…
– დღეს არის გამორჩეული დაბადების დღე. ყველა კოვიდიანი პაციენტი ჩამეხუტა. ასეთი ბედნიერი, მგონი, არასდროს ვყოფილვარ.
– თქვენი მთავარი კრედო რა არის?
– ვაკეთო სიკეთე. სამყაროში ყველაფერი იკარგება სიკეთის და სიყვარულის გარდა.







